საქართველოს ნაკრები ტირანაში ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში ალბანეთის ნაკრებს შეხვდა და გიორგი ქოჩორაშვილის გოლის წყალობით ანგარიშით 1:0 მოიგო.
„ეარ ალბანეთის“ სტადიონზე გამართულ თამაშში ვილი სანიოლმა არ შეცვალა „ჯვაროსნების“ შემადგენლობა და გამოიყვანა იგივე 11 მოთამაშე, როგორიც ჩეხეთთან მატჩში.
71-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა ორ ფეხბურთელს გვერდი აუარა და საჯარიმო მოედნის გარედან ბრწყინვალე გოლი გაიტანა – 1:0.
საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.
„ჯვაროსანთა“ შემდეგი შეხვედრა 11 ოქტომბერს უკრაინის წინააღმდეგ გაიმართება.