30 აგვისტოს საკრებულოში გამართულ რიგგარეშე სხდომაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დეპუტატებმა მიიღეს დადგენილება, სადაც განისაზღვრა ადგილები, სადაც შეიძლება და აკრძალულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სარეკლამო პლაკატების გაკვრა.
2024 წლის 30 აგვისტოს ახალქალაქის საკრებულომ საქართველოს საარჩევნო კოდექსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის საფუძველზე დაამტკიცა დადგენილება.
ამგვარად, დადგენილების თანახმად, ყველა მუნიციპალური შენობა, მათ შორის კულტურის სახლი, ყველა ეკლესია და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, პოლიცია, სასამართლო, უშიშროების სამსახურები და სხვა სამთავრობო დაწესებულებები აგიტაციისთვის იკრძალება. პლაკატები შეიძლება განთავსდეს კერძო საკუთრებაში მესაკუთრის თანხმობით.
1 საარჩევნო სააგიტაციო პლაკატის ზომა უნდა იყოს არაუმეტეს 60 სმ სიგრძისა და 42 სმ სიგანისა.
ქალაქ ახალქალაქში საარჩევნო პლაკატების განთავსება შესაძლებელია შემდეგ ადგილებზე:
შეხვედრაზე ასევე განისაზღვრა სააგიტაციო პლაკატების გასაკრავი ადგილები 64 სოფელში.
მაგალითად, სოფელ ლომატურცხში, კოჩიოში, სირკვაში, მერენიაში, დიდ სამსარში, პატარა სამსარში, ხულგუმოში, ხანდოში, ჩუნჩხაში, ვაჩიანში, მურჯახეთში, ჩამდურაში, ოკამში, აზმანაში, ბოზალში, ხავეთში, ღოდოლარში, ერინჯაში, აფნიაში, კუმურდოში, სულდაში, დადეში, გოგაშენშ0ი, საარჩევნო პლაკატების გაკვრა დასაშვებია სარიტუალო სახლის კედელზე.
ხანდოში ასევე დასაშვებია პლაკატების გაკვრა ძველი წყლის ავზის კედელზე, ხოლო სოფელ ვაჩიანში – ძველი ადმინისტრაციული შენობის კედელზე.
სოფელ ბურნაშეთში, ბარალეთში, მერენიაში, დიდ სამსარში, პატარა სამსარში, ზაქში, ბუღაშენში, ბალხოში, ოლავერდში, კარტიკამში, კულიკამში, აბულში, ხულგუმოში, ხანდოში, ბავრაში, დილისკაში პლაკატების გაკვრა დასაშვებია საზოგადოებრივი თავმოყრის ადგილებში.
სოფელ კოჩიოში, ტურცხში, არაგვაში, ხოსპიოში, კიროვაკანში, დადეშში, კარწახში, კუმურდოში ნებადართულია პროპაგანდისტული პლაკატების გაკვრა ასევე ავტობუსის გაჩერებაზე.
აზავრეთში პლაკატების გაკვრა ნებადართულია სოფლის ცენტრალური ხიდის მოაჯირებზე. სოფელ ბალხოში, ოლავერდში, თახჩაში, კოკიოში, ვარევანში, არაგვაში, კორხში, კუმურდოში, სულდაში, ფილიპოვკაში ძველი კლუბის შენობის კედელზე.
კარტიკამში, ბუზავეთში, არაგვში, თოთხამში, ბუღაშენში, გომანში დასაშვებია ძველი სკოლის შენობის ფასადზე გაკვრაც.
სოფელ ალასტანში ნებადართულია სააგიტაციო პლაკატების გაკვრა ძველი მაღაზიისა და სასადილოს კედლებზე. სოფელ ორჯაში – ძველი ადმინისტრაციული შენობის კედელზე. სოფელ მაჯადიაში – ძველი საცხობის შენობაზე და ძველი ადმინისტრაციული შენობის კედელზე. სოფელ დავნიაში – ძველი ავტოფარეხის კედელზე.
აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ პლაკატები ქალაქსა და სოფლებში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. Jnews-ს სხვა პარტიების სააგიტაციო პლაკატები ჯერ არ შეუმჩნევია.