სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის შენობა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციას აცხადებს.

პროგრამები იქნება შემდეგ მიმართულებები:

  • სატყეო საქმე- მეოთხე საფეხური (საშუალო), (ჩარიცხვის წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება) – 20 ადგილი.
  • ელექტრიკოსი – მეოთხე კატეგორია (საშუალო), (ჩარიცხვის წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება) – 15 ადგილი.

პროფესიულ პროგრამებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადაა 2 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით.

რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება შემდეგ ვებგვერდზე: www.vet.emis.ge.

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა შერჩევას უნივერსიტეტი განახორციელებს.

დამატებითი ინფორმაცია, ასევე შერჩევის თარიღები და შეფასების მეთოდები გაიგზავნება ელფოსტაზე, რომლითაც დარეგისტრირდებით პროგრამის არჩევისას.

პროფესიული პროგრამების სასწავლო პროცესი 25 ოქტომბერს დაიწყება.

საკონტაქტო ინფორმაცია: 591 411 285, ნუნუ ჭაღიაშვილი.