საქართველოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა სხვადასხვა საგნის სტატისტიკური ანალიზი, მათ შორის ზოგადი უნარების სომხური და აზერბაიჯანული ენების ტესტებიც.
ზოგადი უნარების ტესტის მაქსიმალური ქულა არის 80. გამოცდის მინიმალური ზღვარი ჩაბარებულად ითვლება, თუ აპლიკანტის ქულა 24-ზე მეტია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზოგადი უნარების სომხური ენის გამოცდაში 627 აპლიკანტი მონაწილეობდა, მათგან 20,22%-მა მინიმალური ბარიერი ვერ გადალახა.
ზოგადი უნარების აზერბაიჯანული ენის გამოცდაში კი 2601-მა აპლიკანტმა მიიღო მონაწილეობა, მათგან 32,6%-მა მინიმალური ბარიერი ვერ გადალახა.
ამდენად, აზერბაიჯანული ენის ზოგადი უნარების გამოცდაზე აბიტურიენტთა რაოდენობა სომხური ენის გამოცდაზე 1974-ით აღემატება.
სხვა საგნების ანალიზებს შეგიძლიათ გაეცნოთ აღნიშნულ ბმულზე.