21 აგვისტოს, დაახლოებით 11:30 საათზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხას ხიდზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას Radio Nor-ი ავრცელებს.

40 წლის მამაკაცი გზის გადაკვეთას ცდილობდა, მერსედესის მარკის ავტომობილი დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი სოფელ სათხის მკვიდრი იყო.

ადგილზე პოლიცია მუშაობს.

თუ რა მუხლით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, Jnews ელოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხს.