საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ფსიქოსოციალური სამსახურის ცენტრის (განყოფილების) სოციალური მუშაკის შესარჩევ კონკურსს აცხადებს.
სამცხე-ჯავახეთში ვაკანსიები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ქ. ახალქალაქი: 1 ვაკანსია
ქ. ნინოწმინდა: 1 ვაკანსია
კონკურსის პირობები და კანდიდატის აუცილებელი მოთხოვნები:
– უმაღლესი განათლება
– სოციალური სამსახურისს სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრის ექვივალენტის ან დოქტორის ხარისხის ქონა ან საქართველოს „სოციალური სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სოციალური სამსახურის სერტიფიკატი.
სოციალური მუშაკის თანამდებობაზე შესაძლებელია აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტის მიღება, რომელსაც სოციალური სამსახურის ბაკალავრის ხარისხით არანაკლებ 180 კრედიტისა ან სოციალური სამსახურის მაგისტრის ხარისხის არანაკლებ 60 კრედიტისა აქვს მიღებული. ასევე პირს, რომელმაც მინიმუმ 45 კრედიტისგან შემდგარი სოციალუნრი სმასახურის დამატებითი პროგრამა აქვს გავლილი, და უფლებების, სახელმწიფო მმართველობის, ჯანდაცვის, პედაგოგიური უნარების, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის ან სოციალური მეცნიერებების სფეროებში მინიმუმ ბაკალავრის ან ბაკალავრის სტატუსი გააჩნია.
აუცილებელია:
– სახელმწიფო ენის თავისუფლად ფლობა,
– საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft PowerPoint, Microsoft Outlook).
პირადი უნარ-ჩვევები:
– კომუნიკაბელურობა
– საკუთარი აზრის სწორად გამოხატვის უნარი
– ინფორმაციის/მონაცემების ანალიზის უნარი
– სიზუსტეებსა და დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი
– პასუხისმგებლობის მაღალი შეგრძნება
– დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი
– სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი
– სამუშაოს დამოუკიდებლად შესრულების უნარი
– გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: 2000 ლარი (გადასახადებით).
Jnews-ი შეეცადა გაერკვია, რომელ დაწესებულებაში იმოქმედებს კონკრეტული თანამდებობა, ახალქალაქის საგანმანათლებლო-რესურს-ცენტრიდან გვაცნობეს, რომ მათ ამასთან არანაირი კავშირი არ აქვთ, იგივე პასუხი მივიღეთ ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან. ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან ვაკანტუყრი ადგილის შესახებ სხვა დეტალები არ მოგვაწოდეს.
ვაკანსიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გადახვიდეთ აღნიშნულ ბმულზე.