ახალქალაქის ყოფილ მე-15 ქალაქში სკვერის მშენებლობის ტენდერი გამოცხადდა. განაცხადები მიიღება 22-დან 28 აგვისტომდე. სამუშაოების ღირებულება 1 138 507 ლარს შეადგენს.

სამუშაოები 2 ეტაპად ჩატარდება- 2024 და 2025 წელს. 2024 წელს გამოყოფილია 300 000 ლარი, ხოლო 2025 წ. – 838 507 ლარი. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოები ჩატარდება ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან 240 დღის განმავლობაში: 2024 წ. – ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში( ამინდის გაუარესებამდე), ხოლო 2025 წ. ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად – 150 კალენდარული დღე.

ტენდერის მიხედვით, ახალ პარკში დაგეგმილია მინი სტადიონის, ველობილიკის, ტრენაჟორების ზონის, ჰამაკების, საბავშვო მოედნისა და ორი ფანჩატურის მშენებლობა. ბაღში იქნება სხვადასხვა მცენარეები, დეკორატიული განათება და სკამები, ასევე წყალი.

როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, არა მოვსისიანმა აღნიშნა, თუ მონაწილეები იქნებიან და ტენდერი დროულად ჩატარდება, იმედოვნებენ, რომ სამუშაოები 2025 წელს დასრულდება, როგორც გრაფიკით არის დაგეგმილი.

skver3

skver

skver2

ფოტო ტენდერის საპროექტო დოკუმენტაციიდან