«1+4» პროგრამის სტუდენტებისთვის გამოცხადებულია სტაჟრების პროგრამა, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს სახელმწიფო სამსახურის ბიუროსთან ერთად ახორციელებს. პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა 2-დან 8 აგვისტომდე პერიოდში უნდა გაიარონ რეგისტრაცია.
ახალქალაქის მერიაში ასევე შესაძლებელია სტაჟირების გავლა შემდეგ განყოფილებებში:
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს შრომისუნარიან მოქალაქეს, რომელიც შემდეგ მოთხოვნებს აკმაყოფილებს:
ა) ფლობს სახელმწიფო ენას
ბ) არის სტუდენტი/„1+4“ პროგრამის მონაწილე ან მაგისტრი.
გ) „1+4“ პროგრამით სწავლის დამადასტურებელი საბუთი.
დ) აქვს შესაბამისი მოტივაცია, გაიაროს სტაჟირება კონკრეტულ სააგენტოში.
ე) კანდიდატს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სახელმწიფო უწყებების სიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე გადასვლით.
სტაჟირების პროგრამების მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო დაწესებულებებში სპეციფიკური მუშაობის გაცნობა, მათი პროფესიონალური უნარების განვითარება, და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სტაჟირებაში მონაწილეობის მიღება კონკურსის საფუძველზე შეუძლიათ.
სპეციალურად შექმნილი კომისია სტაჟიორებს დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით შეარჩევს. წარმატებული კანდიდატები სახელმწიფო დაწესებულებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაწესებულებებში სტაჟირებას 1-დან 6 თვემდე გაივლიან.
ინფორმაციისთვის ასევე აღვნიშნავთ, რომ ეს პროგრამა 2017 წელს ქეთევან ციხელაშვილის მიერ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესების და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით იყო ინიცირებული.
სხვა დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე გადასვლით.