ახალქალაქში ჭადრაკის მუნიციპალური ტურნირი გაიმართა. გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებითა და სიმბოლური პრიზებით დაჯილდოვდნენ.

ინფორმაციას ახალქალაქის მერიის ოფიციალური გვერდი ფეისბუქზე ავრცელებს.

ტურნირი, რომელშიც 24 მოჭადრაკე მონაწილეობდა, ახალქალაქის ჭადრაკის სკოლის ორგანიზებით, ახალქალაქის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

1-ლი ადგილი – რაფიკ გურჯანიან

მე-2 ადგილი – არტაშეს პაპიკიან

მე-3 ადგილი – გიორგი მეტრეველი

მერმა მელქონ მაკარიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამარჯვებულები მედლებით, სიგელებითა და სიმბოლური პრიზებით დააჯილდოვეს.

მუნიციპალიტეტში ჭადრაკის ხელოვნების აღორძინებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მერიამ ასევე მადლობის წერილი და სიმბოლური საჩუქარი გადასცა ჭადრაკის სკოლის დირექტორს ვაჰან სოღოიანს.