ქალაქ ახალქალაქის №2 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია გრძელდება

ახალქალაქის №1 და №2 საბავშვო ბაღები გარემონტდება. საკმაოდ დიდი ხანია №2 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო №1 საბავშვო ბაღში სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.

„მუნიციპალური განვითარების ფონდმა“ ახალქალაქის №1 და №2 საბავშვო ბაღების რეკონსტრუქციის სამუშაოების ელექტრონული კონკურსი გამოაცხადა, რომლის გამარჯვებულიც 7 522 000 ლარით შპს „მედმშენი“ გახდა. ტენდერი გამოცხადებულია პრეისკურანტით, პრეისკურანტის სავარაუდო თანხა 1 830 175,19 ლარს შეადგენს.

1

კომპანია შპს „მედმშენის“ წარმომადგენელმა, სამუშაოების ხელმძღვანელმა ანზორ კაპიანიძემ თქვა, რომ სამუშაოები რიგის მიხედვით მიმდინარეობს, პროცესში პრობლემები არ წარმოქმნილა.

3

„ახლა დემონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს, ჩვენ სახურავის, კედლების, იატაკის დემონტაჟი მოვახდინეთ, კედლები გავწმინდეთ, ასევე იატაკი. ახლა კედლების და ფუნდამენტის გამაგრებაზე ვმუშაობთ. პარალელურად გარე ზონას ვაშორებთ. ჩვენ კედლების პერფორმაცია მოვახდინეთ. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდება. სამუშაოებს დაახლოებით ერთ წელიწადში დავასრულებთ“,- თქვა ანზორ კაპიანიძემ, კომპანია შპს „მედმშენის“ წარმომადგენელმა.

4

სკოლამდელი დაწესებულების სარემონტო სამუშაოებში ჩართულია 7-8 ადგილობრივი მომუშავე.

2

№1 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქციას ჩაატარებს ეს კომპანია, მაგრამ იქ სამუშაოები ჯერ არ ტარდება.