22 ივლისს, ქალაქის ცენტრში, ახალქალაქის კულტურის სახლთან, ახალი ტექნიკის პრეზენტაცია გაიმართა, რომელთა ნაწილი ცენტრალურმა ხელისუფლებამ შემოწირა, ნაწილი კი მუნიციპალური სახსრებით არის შეძენილი.
მერიის და საკრებულოს შეკრებილ წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტის ახალი ტექნიკა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსმა მნაცაკან ფამბუხჩიანმა წარუდგინა. პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი სამველ მანუკიანი, ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და უბრალო გამვლელები ესწრებოდნენ.
ფამბუხჩიანმა დამსწრეებს მიესალმა და აღნიშნა, რომ ეს ყველასთვის მნიშვნელოვანი დღეა და მიულოცა მათ, რომ მუნიციპალური ტექნიკის რაოდენობა კიდევ სამი ერთეულით გაიზარდა.
„მუნიციპალური ტერიტორიის კეთილმოწყობა, გასუფთავება, სოფლის გზების მოწესრიგება მიმდინარეობს, ეს ყველაფერი ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას. იმისათვის რომ ეს ყველაფერი დროულად და სრულად განხორციელდეს, საჭიროა შესაბამისი ტექნიკის შეძენა. მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან დიდი გაჭირვებით იყო რეალიზებული. 2023 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 86 800 ლარის ოდენობით ასენიზატორი (კანალიზაციისა და სანიაღვრეების გასასუფთავებელი მანქანა) იყო შეძენილი. 2024 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 210 000 ლარად შეძენილი იყო ექსკავატორი. ხოლო 430 600 ლარად შეძენილი იყო ნაგვის მანქანა, რომელიც საქართველოს მთავრობის დახმარებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის შეძენილი.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებს, დეპარტამენტების თანამშრომლებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ამ საკითხში, ასევე პარლამენტის წევრს სამველ მანუკიანს.
„მინდა ჩემი დიდი მადლობა გადავუხადო მთავრობას, რომ ეს მნიშვნელოვანი ტექნიკა გვაჩუქეს. პატივცემულებო, ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად კეთდება. მომენტოთ მინდა ვისარგებლო და ყველას გთხოვოთ იზრუნოთ გარემოზე, ჩვენს ბუნებაზე, რომ უფრო სუფთა, ლამაზი ქალაქი და სოფლები გვქონდეს“, – სიტყვით გამოსვლისას თქვა მნაცაკან ფამბუხჩიანმა.
შემდეგ შეკრებილებმა ტექნიკა დაათვალიერეს. ამით დასრულდა პრეზენტაცია. ახალქალაქის მერის თქმით, ტექნიკა ახალქალაქის სერვის ცენტრის ბალანსზე გადაირიცხება, ასევე შესაძლებელი იქნება მოსახლეობისთვის გაქირავდება, ვისაც პირადი მიზნებისთვის ესაჭიროება.
„ტექნიკა მუნიციპალურ საკუთრებად ითვლება. ხელშეკრულებების მიხედვით, მას სარგებლობისთვის სერვის ცენტრს გადავცემთ, უახლოეს დღეებში სპეციალურად მოვიწვევთ დამოუკიდებელ აუდიტს, რომელიც დაადგენს სავარაუდო საათობრივ ანაზღაურებას, იჯარის ფასს, საკრებულო დაამტკიცებს და ჩვენც გვექნება საშუალება ტექნიკა გავაქირავოთ“, – თქვა ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა.