2022 წლის აგვისტოდან მაშტოც-აზნაურის ქუჩების გზაჯვარედინის შუქნიშანი დაზიანებული იყო და არ მუშაობდა. ახალქალაქის მერიამ ქალაქში შუქნიშანთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრისა და მომსახურების შესახებ ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
2023 წელს ახალქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა გამოიყო და შუქნიშნების გარემონტებაზე ორჯერ ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა, თუმცა მონაწილეთა არარსებობის გამო ტენდერი არ შედგა. ახლა მერიამ თბილისში არსებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა, რომელიც ახალქალაქში შუქნიშნებს ერთი წლის განმავლობაში მოემსახურება, რათა მათ შეუფერხებლად იმუშაონ.
„ეს კომპანია იღებს ვალდებულებას, ხელშეკრულების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში აღმოფხვრას შუქნიშნის ნებისმიერი გაუმართაობა. მათ აქვთ სპეციალური კომისია, ამოწმებენ, ეცნობიან პრობლემას და შემდეგ ჩვენთან შეთანხმების შემდეგ განსაზღვრავენ თანხის ოდენობას. ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ შეთანხმება გვაქვს, მაგრამ დიდი გაჭირვებით მოვახერხეთ შესაბამისი კომპანიის პოვნა. წელს ჩვენ ვითანამშრომლებთ, თუ ყველაფერი კარგად იქნება, შემდეგ წელს შეგვიძლია ორწლიანი კონტრაქტის გაფორმება“, – თქვა მერმა მელქონ მაკარიანმა.
შეთანხმების მიხედვით, ჯამური თანხა 9000 ლარს შეადგენს, თუმცა თუ გამოყოფილი თანხა არ იქნება საკმარისი, მერია თანხის გაზრდის მოთხოვნით საკრებულოს მიმართავს.
ამ თემაზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ: