ახალქალაქში მაშტოც-აზნაურის ქუჩების გზაჯვარედინზე შუქნიშანი გასული წლის აგვისტოდან არ მუშაობს. სიგნალები ერთ ფერისაა და პრობლემის მოგვარება მხოლოდ კონკრეტულ სპეციალისტს შეუძლია. როგორც მერიაში განაცხადეს, შუქნიშნების გარემონტების და სამუშაოებზე კონტროლის ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა.

„ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა. კონკრეტული შუქნიშანი გარემონტდება, ხოლო დანარჩენ შუქნიშნებს შეამოწმებენ“, – განმარტავს ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი.

ელექტრონული კონკურსის გამარჯვებული შუქნიშნების მუშაობას ორი წლის განმავლობაში დააკვირდება.

2023 წლის 27 თებერვალს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს 2023 წლის ბიუჯეტის ცვლილები დასამტკიცებლად წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, შუქნიშნებისთვის ცალკე თანხა გამოიყო.

მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მართვის სამსახურის პროექტის მიხედვით, ბიუჯეტში 561 ათას 042 ლარი გაითვალისწინეს, საიდანაც 20 ათასი ლარი ახალქალაქის შუქნიშნის მომსახურებას მოხმარდება.