ახალქალაქის მერიამ 2023 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილები საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინა. რომელთა მიხედვითაც, ქალაქის შუქნიშნების მომსახურებისთვის ცალკე თანხა გამოიყოფა.
მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მართვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ბიუჯეტში 561 042 ლარის ოდენიბის ცვლილებები შევიდა, საიდანაც 20 ათასი ლარი ახალქალაქის შუქნიშნების მოვლა-პატრონობას მოხმარდება.
როგორც Jnews-ს მერმა აცნობა, ელექტრონული ტენდერი გამოცხადდება, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებულთან ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდება.
„ზოგადი ტექნიკური მომსახურების გაწევაზე ელექტრონული ტენდერი უნდა გამოვაცხადოთ. წერილებს ვწერთ, სპეციალისტებს მივმართავთ, თუმცა ერთი თანახმაა, მეორე კი არა. მსგავსი პრობლემები რომ არ შეგვექმნას, გადავწყვიტეთ ცალკე თანხა გამოვყოთ“, – განმარტა მერმა მელქონ მაკარიანმა.
ახალქალაქში მაშტოც-აზნაურის ქუჩების კვეთაზე შუქნიშანი გასული წლის აგვისტოდან არ მუშაობს. მხოლოდ ერთი ფერი მოქმედებს და მხოლოდ კონკრეტულ სპეციალისტს შეუძლია დეფექტის გამოსწორება.
ახალქალაქის მერიაში ირწმუნებიან, რომ უახლოეს დღეებში ელექტრონული ტენდერი გამოცხადდება, გამარჯვებული კი მაშტოც-აზნაურის ქუჩების კვეთაზე დამონტაჟებულ შუქნიშანსაც შეაკეთებს.