ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლებში სპორტული ინვენტარის და სპორტული ტანსაცმლის დასარიგებლად 55 765 ლარი გამოყო. შესყიდვის ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა, მაგრამ რომელი სოფლები მიიღებენ სპორტულ ინვენტარს Jnews-ისთვის ჯერ არ არის ცნობილი.
ახალქალაქის მერიამ სპორტული ინვენტარისა და სპორტული ტანსაცმლის შესყიდვაზე ტენდერი 4 ივლისს გამოაცხადა, განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 ივლისი. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდული იქნება შემდეგი საქონელი:
1. ფეხბურთის ბურთი – 30 ცალი;
2. ფრენბურთის ბურთი – 18 ცალი;
3. ფეხბურთის კარების ბადე – 15 ც.;
4. ფრენბურთის ბადე – 9 ც.;
5. ფეხბურთის ფორმა – 450 კომპლექტი;
6. ტენისის ჩოგანი – 5 ცალი;
7. ტენისი მაგიდა – 5 ც.;
8. ბოქსის ტომარა – 20 ცალი;
9. განტელი – 40 ც.
ჩვენი ინფორმაციით, სოფლები, რომლებიც სპორტულ ინვენტარს და სპორტულ ტანსაცმელს მიიღებენ, ჯერ არ არის საბოლოოდ განსაზღვრული, თუმცა სოფლის მერის ყველა წარმომადგენელი ინფორმირებულია და სოფლის სპორტულ ინვენტარს შეაფასებს.