8 ივლისს, დღის მეორე ნახევარში აღმაშენებლის 1-ლი შესახვევის 1-ლი კორპუსის სახურავის თუნუქის საფარის 2 ნაჭერი მოგლიჯა და ჩამოაგდო. ყოველ ჯერზე, როცა ქარი ამოდის, ძველი სახურავების პრობლემა ჩნდება. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული შენობის სახურავი წელს იქნება რეაბილიტირებული.
თუკი თავისუფლების ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსები სახელმწიფო პროგრამის სახსრებით იყო გარემონტებული, ქალაქის დანარჩენები მრავალსართულიანი შენობები ჯერ კიდევ საკუთარი რიგის მოლოდინში არიან. ბოლოს გარემონტდა აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 32-ე კორპუსის სახურავი. ყოველწლიურად მუნიციპალური ხელისულება ქალაქისა და ყოფილი სამხედრო ქალაქის ძველი, დანგრეული სახურავების გამოსაცვლელად გარკვეულ თანხას გამოყოფს, მაგრამ ამ პრობლემის დასასრული არ ჩანს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსის, არა მოვსისიანის თქმით, წელს აღმაშენებელზე მაღალსართულიანი კორპუსების ტერიტორიაზე 3 სახლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. №32 მრავალსართულიანი კორპუსის სახურავი უკვე გარემონტდა. გამოსაცვლელია კიდევ ორი სახურავი, 1-ლ შესახვევზე 1-ლი კორპუსი და მე-2 შესახვევზე მე-2 კორპუსი. ამ ტერიტორიაზე ერთ-ერთ კორპუსს, №14 კორპუსის სახურავი შარშან გარემონტდა.
„ჩვენ ყველა სახურავი უნდა გამოვცვალოთ, ასეთი განზრახვა გვაქვს. წელს იქნება 3 და ამისთვის გათვალისწინებულია 400 000 — 600 000 ლარი. ყოველწლიურად ეტაპობრივად ვცვლით. წელს გარემონტდა აღმაშენებლის ქუჩის პირველი შესახვევის 1 კორპუსი, აღმაშენებლის 32 კორპუსი და აღმაშენებლის მეორე შესახვევის მეორე კორპუსი“, – ამბობს ის.
მრავალსართულიანი კორპუსების მცხოვრებლების თქმით, ცუდ მდგომარეობაშია პირველ შესახვევზე მე-3 კორპუსის სახურავიც და საჭიროებს რეაბილიტაციას.