ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის თესვა აპრილის ბოლო დღეებიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა აზოტის უკმარისობის გამო, ბევრ სოფლელში თესვა ჯერ არ დაუწყიათ.
სოფლის მოსახლეობა წუწუნებს, რომ თესვას ვერ დაიწყებენ, რადგან აზოტი არ არის და იმპორტირებული ძალიან ძვირია, მათი ყიდვის შესაძლებლობა არ აქვთ.
”ახალქალაქში აზოტი არ არის, ხვალ თბილისში უნდა წავიდე, ამბობენ, რომ არის ერთი ადგილი, სადაც ადგილობრივ აზოტს ყიდიან, მაგრამ ეს ძვირია, დაახლოებით 47-50 ლარი, მაგრამ თუ ვიპოვი, ვიყიდი. იმპორტირებული საქონელიც გაიზარდა, გახდა 80-81 ლარი, ამის ყიდვის შესაძლებლობა არ მაქვს. აზოტის გარეშე თესვა- იგივეა, რაც საერთოდ არ დათესო, იძულებული ვიქნები არ დავთესო“, – ამბობს ვასილ ავაგიანი.
აზოტის უკმარისობის მიზეზი რუსთავში, კომპანია «აზოტის» დაახლოებით 2000 თანამშრომლის გაფიცვაა, ისინი ხელფასების 50%-ით გაზრდას მოითხოვენ. რამდენიმე დღის განმავლობაში, წარმოება შეჩერდა, ხოლო ქარხანაში შესვლა შეიზღუდა.
”აზოტის ქარხანა დახურულია, სატვირთო მანქანები ქარხანასთან რიგში დგებიან, ჩემი სატვირთო მანქანაც იქ არის, ვერ ვიტყვი როდის გაიხსნება. ამ დროისთვის სოფლის მოსახლეობის ერთადერთი გამოსავალი არის აზოტის იმპორტი, მაგრამ ფასები ადგილობრივზე დაახლოებით 3 ჯერ ძვირია”,- ამბობს მახარე მაცუკატოვი.
ქარხნის თანამშრომლების თქმით, მოლაპარაკებების შედეგებზეა დამოკიდებული, რუსთავის აზოტის ქარხანა განაგრძობს თუ არა მუშაობას.