პასუხისმგებელი პირების განცხადებით, ყოფილი N1 სამხედრო ბანაკის წყალმომარაგების პრობლემები აღმოფხვრილია, თუმცა რამდენიმე მრავალსართულიან კორპუსს, ასევე ქალაქთან ახლოს საკუთარ სახლებს ჯერ კიდევ არ მიეწოდება წყალი. სამუშაოები ხვალ განახლდება.
3 ნოემბრის საღამოს ყოფილ N1 სამხედრო ბანაკს წყალმომარაგება მას შემდეგ აღუდგა, რაც 2 ნოემბრიდან საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების სერვისცენტრმა წყალმომარაგებაზე მომხდარი ავარიის აღმოფხვრაზე იზრუნა.
4 ნოემბერს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვისცენტრმა დღის მეორე ნახევარში წყალმომარაგება კვლავ შეწყვიტა და აღდგენითი სამუშაოები განაგრძო. სერვისცენტრის მენეჯერის, გიორგი ვახტანგიშვილის თქმით, დაახლოებით 18:00 საათზე წყალმომარაგება ჩართეს, მაგრამ ახალქალაქი-კარწახის გზატკეცილზე ქალაქის ზოგიერთ კორპუსსა და საკუთარ სახლებში წყალი მაინც არ მოდიოდა.
სერვისცენტრის მენეჯერმა ვარაუდი გამოთქვა, რომ კავშირები დაირღვა და სამუშაოებს ხვალ განაახლებენ.
“გოროდოკს” წყალმომარაგება 2 ნოემბერს შეუწყდა.
ახალქალაქში წყალმომარაგება საღამომდე აღდგება
ახალქალაქში წყალმომარაგება შეწყვეტილია
.