დღეს, ახალქალაქის საარჩევნო ოლქში, საუბნო კომისიების პირველი სხდომა შედგა. ზოგიერთი საარჩევნო ოლქი დილის 10 საათზე უკვე ღია იყო, ზოგი კი დაკეტილი, ხოლო ზოგიერთმა კომისიამ პირველი სხდომა ოლქს გარეთ, ღია ცის ქვეშ, ჩაატარა.
დღეს, დილის 10 საათზე, ახალქალაქის №66 საარჩევნო უბნის კომისიის წევრებმა მათთვის გამოყოფილ №2 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე შესვლა ვერ მოახერხეს. სკოლის დარაჯმა საარჩევნო კომისიის წევრები სკოლის ტერიტორიაზე არ შეუშვა და თქვა, რომ სპორტულ დარბაზში მეცადინეობა მიმდინარეობს. საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება, №2 სკოლამ (რუსული საჯარო სკოლა) საარჩევნო უბნის ფორმულირებ მიზნით, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიისათვის საკუთარი სპორტული დარბაზი გამოყო.
თავიდან ესწრებოდა კომისიის 7 წევრი, მოგვიანებით მე-8 წევრი შეუერთდა. კომისიის წევრები იძულებულნი იყვნენ პირველი სხდომა ღია ცის ქვეშ ჩაეტარებინათ და კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარეს მოადგილე და კომისიის მდივანი მსგავს პირობებში აერჩიათ.
შესაბამისად №66 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარეს მოადგილე და კომისიის მდივანი არჩეული იქნა.
№2 საარჩევნო უბანი დილის 10 საათზე დაკეტილი იყო. ის დაახლოებით 12 საათზე გაიხსნა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისათვის ფორმულირებული იყო 70 უბანი, რომელთაგან 7 ქალაქშია, ხოლო დანარჩენი- სოფლებში. საარჩევნო უბნები ძირითადად სკოლის შენობებშია მოთავსებული. თითოეულ კომისიაში 12 ადამიანია, რომელთაგან 6- საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელია, დანარჩენი 6 კი, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი გახლავთ.