ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახალქალაქელი ქალები სულ უფრო ხშირად იწყებენ საზღვარგარეთ სამუშაოდ სიარულს, მაგრამ ქალი „ხოფანჩის“ ცნება ჯერ კიდევ არ არის აღქმული საზოგადოების მიერ, რადგან ტრადიციულად „ხოფანი“ კვლავაც მამრობითი სქესის დასაქმებად რჩება.
Jnews-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, წელს სამუშაოდ საზღვარგარეთ 150 ქალი (ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საზღვარგარეთ მომუშავე მცხოვრებლების დაახლოებით 2,4%) გაემგზავრა.
სულ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 13100 ოჯახიდან სამუშაოდ მიდის 7432 ადამიანი.
კრასნოდარის მხარეში მარწყვის სეზონის დასაწყისისთვის ახალქალაქში ადამიანთა ჯგუფები ფორმირდება და მინდვრებში მიდის სამუშაოდ. როგორც წესი, ჯგუფები შედგება ქალებისაგან და ზოგჯერ ქალი „ბრიგადირებისგან“, რომლებიც კოლექტივების ფორმირებით არის დაკავებული. სეზონი ნაყოფიერი კრასნოდარის მხარეში თვენახევარი გრძელდება.
მარწყვის მომკრეფთა დილა ადრე იწყება. როგორც ამბობენ, სამუშაო ძალიან რთული არ არის, მაგრამ ასეთი სამუშაოსთვის ძლიერი ზურგია საჭირო, რათა კენკრის მოსაკრეფად მოიხარო. ასეთი სამუშაოდან დღეში შესაძლებელია 2500-დან 10000 რუბლამდე მიღება, იმისდა მიხედვით, თუ რამდენ ხანს შეძლებს ადამიანი მუშაობას. თურქეთში ჩაის მკრეფები თითქმის იგივე რეჟიმში მუშაობენ.
გენდერულ „ხოფანს“ თავისი სპეციფიკა აქვს. მამაკაცებისთვის ეს არის მშენებლობა, რემონტი, ასფალტი და სხვა სახის მძიმე სამუშაოები, ძირითადად, ტექნიკაზე მუშაობენ. ქალებისთვის ეს არის მარწყვის კრეფას (ადრე კარტოფილიც იყო), ჩაის კრეფა და მომსახურების სფერო – ეს ძირითადად ზღვის პირას სასტუმროებში მზარეულობა და პერსონალია. ქალები ასევე მოხუცებსა და ბავშვებს უვლიან.
მაგრამ თუ კაცს, რომელიც სამუშაოდ საზღვარგარეთ მიემგზავრება, ადგილობრივ დიალექტზე ხოფანჩი ჰქვია, მაშინ ქალს, რომელიც ფულს საზღვარგარეთ სეზონური სამუშაოებით შოულობს, ასე არ ჰქვია.
ასევე ბევრ სოფელში ქალების ხოფანს შეუძლებლად მიიჩნევენ. Jnews-ის გამოკითხულთა უმეტესობამ ზემოხსენებულ კვლევაში თქვა, რომ ხოფანი არ არის ქალის საქმე.
კრასნოდარის მხარეში მარწყვის მოსაკრეფად წასული ქალების ყველაზე მეტი რაოდენობა ორი სოფლიდან იყო ტურცხიდან – 40 ადამიანი, და კარტიკამიდან 20 ადამიანი.
ქალები სამუშაოდ თურქეთში, საბერძნეთსა და შვეიცარიაშიც მიდიან. თურქეთში ქალები ჩაის მოკრეფით არიან დაკავებული. ევროპის ქვეყნებში – მოხუცებზე ზრუნვით.
Jnews-ის კვლევას შეიძლება ჰქონდეს მიკერძოება, რადგან მონაცემები გაანალიზდა მუნიციპალიტეტის თითოეულ დასახლებულ პუნქტში ინფორმაციის მქონე ადამიანებთან პირადი ინტერვიუების საშუალებით.