ჯავახეთში დასაქმების დაბალი დონე საქართველოს სომხებით დასახლებულ რეგიონში არსებული პრობლემების პირამიდის ქვაკუთხედია, რაც ხელს უშლის მოსახლეობის ინტეგრაციის პროცესს. მიუხედავად რეგიონის სასოფლო-სამეურნეო პოტენციალისა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოჯახების უმეტესობაში შემოსავლის ძირითადი წყარო საზღვარგარეთაა, ძირითადად რუსეთში.

ახალქალაქის ცენტრში, მესროპ მაშტოცის ძეგლთან ორი მიკროავტობუსი დგას, მათკენ სხვადასხვა ნივთებით მიდიან სხვადასხვა ასაკის ქალები, ბავშვები, მამაკაცები. ზოგი ნათესავებთან მიდის, ზოგი დროებით ზაფხულში ქმართან მიდის, ზოგი კი სახლად ქცეულ რუსეთში ბრუნდება. თუმცა, მგზავრებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც, გვიან, მაგრამ მაინც ფულის საშოვნელად მიდიან. მათზე ადრე ამ გზაზე მათი მამები და ბაბუები მგზავრობდნენ ფულის საშოვნელად.

ახალქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე დაფიქრებული სახით ქალბატონი მიდის, მან ერთ-ერთი ვაჟი რუსეთში, თავისი მრავალშვილიანი ოჯახის შესანახად ნათესავებთან სამუშაოდ გააცილა.

„კითხულობთ, რატომ მიდის სამუშაოდ ასე გვიან? წელს არ უნდოდა წასვლა. ჩემმა ძმისშვილმა უთხრა, რომ ახალი ტექნიკა იყიდა და მძღოლი სჭირდება, რომ სასწრაფოდ წავიდეს მასთან. ჩემი შვილიც წავიდა”,- ამბობს ახალქალაქის მცხოვრები ისკუი.

ახალქალაქის ბევრ სოფელში ზაფხულში მხოლოდ მოხუცები, ბავშვები და ქალები არიან, შრომისუნარიანი მამაკაცების დიდი ნაწილი გაზაფხულის დადგომასთან ერთად ჩანთებს ალაგებს. ზოგი თბილისიდან ან ერევნიდან ბილეთებს ყიდულობს, ბევრი ნაცნობ მძღოლებს ურეკავს, რომლებიც მუდმივად აკეთებენ რეისებს ახალქალაქი-კრასნოდარის, ახალქალაქი-მოსკოვის მიმართულებით. ახალქალაქელებმა უკვე მრავალი ათწლეულია რუსეთის თითქმის ყველა რეგიონი აითვისეს, დაწყებული ნაყოფიერი კრასნოდარის რეგიონიდან, დამთავრებული ცივი იაკუტიით, კრასნოიარსკითა და ხაბაროვსკით. . თუმცა, უმრავლესობა მეგაპოლისებში, მოსკოვსა და პეტერბურგში, გაიფანტა. ბევრი აქ საქართველოსთვის რთულ 90-იან წლებში დასახლდა. მათ საკუთარი კომპანიები დააარსეს და საკუთარი ბიზნესი დაიწყეს, ძირითადად ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ნათესავების მოწვევა სამუშაოდ დაიწყეს. შემდეგ ბევრმა, ვინც დაფესვიანდა ოჯახები გადაიყვანეს, სამშობლოს სახლის კარები სამუდამოდ ჩაკეტეს. ხოლო დღეს არიან ადამიანები, რომლებიც ამისკენ ისწრაფვიან, მაგრამ უკვე ერთეულები.
სოფელ თახჩა. აქ 10 წლის განმავლობაში მოსახლეობა 3-ჯერ შწმცირდა. დღეს სოფელში 12 მეურნეობაა.

Jnews-მა ჩაატარა კვლევა, რათა გაერკვია ახალქალაქის ოჯახების რამდენი პროცენტი შოულობს ფულს საზღვარგარეთ. სულ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 51 331 ადამიანი და 13 100 კომლი ცხოვრობს. როგორც Jnews-ის კვლევა აჩვენებს, მუნიციპალიტეტის ოჯახების 57%-დან ერთი ადამიანი მაინც გადის საზღვარგარეთ სამუშაოდ, რაც ოჯახის ძირითადი შემოსავლის წყაროა. 7432 ადამიანი მიდის საზღვარგარეთ სამუშაოდ.

Jnews-ის კვლევას შეიძლება ჰქონდეს მიკერძოება, რადგან მონაცემები გაანალიზებულია პერსონალური ინტერვიუების მეშვეობით მუნიციპალიტეტის თითოეულ რაიონში ინფორმაციის მქონე ადამიანებთან.

ბოლო 6 წლის განმავლობაში მონაცემები შეიცვალა, საზღვარგარეთ მომუშავეთა პროცენტული მაჩვენებლი შემცირდა, მაგრამ ისევ ნახევარზე მეტს შეადგენს. Jnews-ის მიერ 2018 წელს ჩატარებული იმავე კვლევის მიხედვით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სეზონური მიგრანტი მომუშავეები ოჯახების 63%-დან იყვნენ.

თუმცა, უცვლელი რჩება ის, რომ ხოფანჩების (ასე ეძახიან სხვა ქვეყნებში სამუშაოდ მიმავალ ადამიანებს) აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთში მიდის. Jnews-ის კვლევის მიხედვით, ხოფანჩების 95,9% დღეს რუსეთშია.

არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვნული საქართველოს” (PMMG) თავმჯდომარის თქმით, ყოველი ქვეყანა, სადაც მცხოვრებლები სამუშაოდ დადიან, კვალს ტოვებს ხალხის აზროვნებაზე. მისი თქმით, სეზონური მუშაობა ევროპულ და სხვა ქვეყნებში მოსახლეობას შიგნიდან აძლევს ცოდნას, რაც ეხმარება მათ კრიტიკულად იფიქრონ და დაუპირისპირდნენ პროპაგანდას, რომელიც ევროკავშირთან და ზოგადად დასავლეთის ქვეყნებთან დაკავშირებით ვრცელდება. ჯავახეთის მცხოვრებლების სხვა ქვეყნებში ხანგრძლივი ყოფნა კი რეგიონში ინტეგრაციის პროცესს ანელებს.

„ნათელია, რომ ადამიანმა უნდა იმუშაოს, რომ იცხოვროს, მაგრამ კარგი ცხოვრებისგან არავინ მიდის. თუ ადამიანი აქ არ არის, როგორ ინტეგრირდება. ადამიანი ყველაზე მეტად ინტეგრირდება საზოგადოებაში, რომელშიც ის ცხოვრობს. თუკი უმეტეს დროს სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, მუშაობს, ეს არის გარკვეული ურთიერთობა, ეს არის ელემენტარულად მაღაზიაში გასვლა. და როცა ისინი ბრუნდებიან, თან მოაქვთ იდეოლოგიური გავლენა, მენტალურ დონეზე სხვა საზოგადოების, სხვა ქვეყნის კუთვნილება“, – ამბობს არნოლდ სტეპანიანი.

მხოლოდ რამდენიმეს შეუძლია ებრძოლოს მრავალი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულ ხოფანის ტრადიციას, იპოვნოს ან შექმნას სხვა სამუშაო, ადგილზე თუ სხვაგან, მაგრამ ეს ჯავახეთის საერთო სურათში ფერებს არ ცვლის.

„წელს ბევრი სამუშაოა, ხოლო მომუშავეები ცოტა. მუშახელის ხელფასები გაიზარდა. ერთ თვეში მომუშავე, კვალიფიკაციიდან გამომდინარე, 80 000 რუბლიდან 200 000 რუბლამდე იღებს. ახალქალაქიდან წელს რუსეთში ბევრი არ წასულა სამუშაოდ, შესაძლოა მიზეზი არის ის, რომ საქართველოში რუბლის კურსი დაბალია და ბევრისთვის აქ ფულის შოვნა არ არის მომგებიანი. ზოგადად, წინა წლებთან შედარებით ცოტა სომეხი მოვიდა სამუშაოდ“, – ამბობს მ.ე., რომელიც მოსკოვში მუშაობს.

Дизайн без названия - 1
მოსკოვი და რუსეთის ფედერაციის სხვა დიდი ქალაქები ბევრი ხოფანჩისთვის ბოლო გასაჩერებელი პუნქტია

თუ 95,9% მიდის რუსეთში, მაშინ დანარჩენი 4,1% სამუშაოდ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მიდის. ამგვარად, ჩვენი კვლევიდან გამომდინარე, წელს 305 ადამიანი სამუშაოდ წავიდა 13 ქვეყანაში. იმ ქვეყნებს შორის, სადაც ახალქალაქელები მიდიან სამუშაოდ, არის პოლონეთი, გერმანია, თურქეთი, საბერძნეთი, ბელგია, ნიდერლანდები, იტალია, სლოვენია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, საფრანგეთი, შვეიცარია, იტალია, რუსეთის მიერ დაპყრობილი უკრაინის ტერიტორიები (ყირიმი, მარიუპოლი), აშშ და ყაზახეთი.

ხოფანი ახალქალაქიდან: ავტორი – Jnews Ge

„ჩვენ სხვა ქვეყნებში გვიწევს ფულის საშოვნელად სიარული, რადგან ჩვენი სახელმწიფო ადგილზე სამუშაოებს არ გვაძლევს. გადავწყვიტეთ წელს არ წავიდეთ რუსეთში, ომის გამო სახიფათოა იქ წასვლა. პლუს რუბლის კურსია დაბალი. ამიტომ გადავწყვიტეთ მეტად უსაფრთხო ყაზახეთში წავიდეთ, პრაქტიკულად ერთნაირად ვმუშაობთ. აქ ასევე საბჭოთა დროის დიასპორაც არის. არსადაც არ არის კარგი, უცხოებს შორის კარგი ვერ იქნება. აქ სხვადასხვა ეროვნების 200 ადამიანუ ვმუშაობთ. 30 ადამიანი ჯავახეთიდან ვართ, 20 მხოლოდ ჩვენი სოფლიდან”,- ამბობს სოფელ კულიკამის მკვიდრი, რომელიც ყაზახეთში მუშაობს.

Дизайн без названия - 1ბელგია კიდევ ერთი ქვეყანაა, სადაც ხალხი სამუშაოდ მიდის. აქ მშენებლობას ძირითადად თავად ევროპიდან – რუმინეთიდან და პოლონეთიდან მიგრანტი მუშები აწარმოებენ, ახალქალაქელები კი ბინებისა და სახლების რემონტით არიან დაკავებული

სამუშაო კუთხით ახალქალაქელი არმენ მანველიანი რუსეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის განსხვავებას მნიშვნელოვანად მიიჩნევს. ის რუსეთში დადიოდა სამუშაოდ, ბოლო წლებში ევროპის ქვეყნებში მოგზაურობდა, ამ ბოლოს დაბრუნდა სახლში.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ენის არცოდნის პრობლემა. თუ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სამუშაოდ მხოლოდ რუსულის ცოდნით შეძლებ, მაშინ ევროპის ქვეყნებში რამდენიმე ენა უნდა იცოდე.

Дизайн без названия - 1 არმენ მანველიანი ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში

„რუსეთში კარგია, რადგან ენა იცი და თავისუფლად მოძრაობ, ევროპაში ენა არ იცი და თავისუფლად ვერ გადაადგილდები, მაგრამ ევროპაში ფინანსურად უკეთესია. არ ვიცი, ახალქალაქიდან ვინ ისურვებდა იქ მუშაობას. იქ რემონტს და სხავადასხვა სახის მშემებლობას ვაკეთებ. ამჟამად ფინანსურად ევროპაშია უკეთესი. არის თვეები, როცა ფულს საერთოდ ვერ მუშაობ, ევროპაში ნაცნობებია საჭირო, რომლებიც ყველაფრის ორგანიზებით დაკავდებიან, და უბრალოდ შენი მუშაობა იქნება საჭირო. რუსეთში წასვლაზეც კი ვფიქრობ“, – ყვება ის.

ის ევროპაში ჰოლანდიასა და ბელგიაში მუშაობდა. სამუშაო მეგობრების მეშვეობით იპოვა.

„პირობები შენზეა დამოკიდებული, კარგი იქნება თუ არა. უკეთესი პირობები თუ გინდა, 1000 ევროს გადახდა მოგიწევს ბინის ქირაში. ცუდი პირობები უკვე 500-600 ევროა – თუკი სტუდიოა. ასე არ არის, რუსეთში მიდიხარ და სხვებთან ერთად ცხოვრობ“, – ყვება არმენ მანველიანი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 64 სოფელია, აქედან 5 ქართული, 5 შერეული (სომხურ-ქართული), დანარჩენი სომხური. სოფლის მცხოვრებთა მდებარეობიდან, რესურსებიდან და ეროვნებიდან გამომდინარე, ხოფანს აქ განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. ქართული და შერეული სოფლებიდან სამუშაოდ ნაკლებად დადიან, მაგალითად, კოთელიიდან, სხვა ქვეყნებში საერთოდ არ დადიან სამუშაოდ. თუმცა, ქართული სოფლების უმეტესობა 2-3 თვით ჩაის შესაგროვებლად თურქეთში მიდის.

„ჩემოდანს ვალაგებ, ხვალ 7 საათზე მივდივარ. პირველად თურქეთში ვიყავი, შემდეგ საბერძნეთში. ახლა შვეიცარიაში მაქვს ბილეთი, მაგრამ ავსტრიაში ვიმუშავებ. ხანდაზმულ წყვილს ვუვლი, 92-90 წლის არიან. სამუშაო წამლების დროულად მიცემას, არტერიული წნევის გაზომვას ეხება, თვალი უნდა ადევნო, რომ კარგად იკვებონ. სუფთა ჰაერზე გავდივარყ სასეირნოდ. არ მიჭირს მუშაობა. არიან ადამიანები, რომლებსაც განათლება არ აქვთ და ენა არ იციან. მათ უჭირთ“, – ამბობს სოფელ ხოსპიოს მკვიდრი მ.მ.

მან სრულიად შემთხვევით დაიწყო ევროპაში სამუშაოდ სიარული. ნათესავთან იყო, სტუმრად წავიდნენ, მოხუცი ქალი ცუდად გახდა, პირველადი დახმარება გაუწია, შესთავაზეს დარჩენა და მუშაობა.

„მაშინ სამსახური არ მქონდა და დავრჩი. რა თქმა უნდა, არჩევანი რომ მქონოდა, სახლში დავრჩებოდი, ასაკოვანი მშობლები მყავს. იგივე პირობები აქ რომ ყოფილიყო არ წავიდოდი – ეს არის ანაზღაურება, ადამიანობა და ის, რომ არ გატყუებენ. ვფიქრობ, მომავალ წელს სამუშაოს აქ მოვძებნი და თუ ვერ ვიპოვი, შეიძლება აქედან სამუდამო წასვლაზე ვიფიქრო”, – ამბობს ის.

Jnews vertikal - 1
შვეიცარიის სახლის ეზო, სადაც მ.მ. მუშაობს

ყველა ჩვენი რესპონდენტი, ისევე როგორც მ.მ. ამბობს, რომ არჩევანი რომ ჰქონოდათ, მთელი წლის განმავლობაში სახლში დარჩებოდნენ, იმუშავებდნენ და ოჯახთან ერთად იცხოვრებდნენ. არმენ მანველიანი ნახავდა როგორ იზრდებიან ბავშვები და ყველა საოჯახო ღონისძიების მონაწილე იქნებოდა. ყაზახეთში ხოპანჩი არ იფიქრებდა თავის უსაფრთხოებაზე უკრაინის ომის გამო…