ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა მუნიციპალიტეტის მერიის შენობის სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.
ახალქალაქის მერიის შენობის სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი 2022 წლის 10 ივნისს გამოცხადდა. ტენდერის საწყისი თანხა 226 436 ლარია. წინადადებების მიღება 1 ივლისს დასრულდება.
ამ თანხით, სატენდერო დოკუმენტაციის საფუძველზე, იგეგმება პირველი სართულის დერეფანში იატაკის, ჭერისა და კედლების დემონტაჟი და შეცვლა, სველი წერტილების ტიხრების დემონტაჟი, ფანჯრების დემონტაჟი. მეორე და მესამე სართულებზე ასევე უნდა მოიხსნას იატაკის ზედა ფენა, ჭერი და კედლები. პირველi და მეორე სართულების კარები გამოიცვლება. დემონტაჟის შემდეგ განხორციელდება შემდეგი სამუშაოები. პირველ სართულზე მდებარე ტუალეტში უნდა აშენდეს ბლოკის ტიხარი და დამონტაჟდეს ახალი კარი. პირველ, მეორე და მესამე სართულებზე დერეფანში გრანიტის იატაკი დაიგება, შეიღებება ჭერი და კედლები, პირველ და მეორე სართულებზე დამონტაჟდება ალუმინის კარი.
მერიის ან, როგორც ადრე ეძახდნენ გამგეობის შენობას კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 2000-იანი წლების ბოლოს, ნაწილობრივ გარემონტდა, შეიცვალა ფანჯრები, კარები, სველი წერტილები. ბევრ ოთახსა და დარბაზში ინვენტარი საბჭოთა დროიდან შემორჩა.