დღეს ახალქალაქში, ჯავახეთის ქუჩაზე, სარემონტო სამუშაოების დროს წყლის მილი დაზიანდა, რის შედეგადაც 1461 აბონენტი სასმელი წყლის გარეშე დარჩა. გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვისცენტრის ცნობით, წყალმომარაგება 19:00 საათისთვის აღდგება.
ახალქალაქის სერვის ცენტრის თანამშრომლები დაზინების შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობენ. წინასწარი მონაცემებით, ქალაქში წყალმომარაგება საღამომდე აღდგება.