შსს-ს ინფორმაციით, პირს, რომელმაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარში 4 ადამიანი დანით დაჭრა, 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
11 დეკემბერს, საღამოს, 40 წელს გადაცილებული მამაკაცი სოფელ პატარა სამსარში ყოფილი მეუღლის სახლში შეიჭრა, სახლში მყოფები დანით დაჭრა და სიბნელეში მიიმალა.
4 ადამიანი, მათ შორის 8 თვის ბავშვი, სხვადასხვა სახის ჭრილობით ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი სასჯელს ოჯახური ძალადობის გამო იხდიდა. ყოფილი ცოლი მშობლების სახლში დაბრუნდა.
როგორც ახალქალაქის საავადმყოფოში აცხადებენ, ბავშვს, ქალსა და შუა ხნის მამაკაცს ( ყოფილი ცოლის რძალი, ძმამ და მათი შვილი) დანით სხვადასხვა სახის ჭრილობა აქვს მიყენენული, ხოლო ასაკოვანმა ქალმა – თავდამსხმელის ყოფილმა სიდედრმა მიყენებული ჭრილობის გამო ბევრი სისხლი დაკარგა. ამჟამად პთხივე დაზარალებულის მდგომარეობა ნორმალურია.
თავდამსხმელი პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს და ბრალი სსკ-ის 19-108-ე მუხლით – განზრახ მკვლელობის მცდელობით წაუყენეს, რომელი თავისუფლების 7-დან 15 წლამე აღკვეთას ითვალისწინებს.