საქართველოს სახელმწიფო მუზეუმებში 2020 წლის 1 იანვრიდან ტარიფები გააძვირეს. თუმცაღა ახალქალაქის ისტორიულ მუზემში ბილეთის საფასურის ზრდა არ არის მოსალოდნელი.
ახალქალაქის მუზეუმში ხშირი სტუმრობა არ შეინიშნება, წლიური შემოსავალი 500 ლარს შეადგენს. ახალქალაქის ისტორიული მუზეუმი სუბსიდირებას მუნიციპალიტეტიდან ღებულობს, წელს სუბსიდიების საერთო რაოდენობა 51 000 ლარს შეადგენდა, ხოლო შარშან 49 000 ლარი იყო.
ახალქალაქის საკრებულოს წარმომადგენლის ნაირი ირიციანის თქმით, ახალქალაქის მუზეუმში ტარიფები არ გაზრდილა.
ახალქალაქის ისტორიული მუზეუმის ბილეთის ფასი 2 ლარს შეადგენს.
ფასების მომატების შემდეგ ვარძიის და უფლისციხის გამოქვაბული კომპლექსის ბილეთის საფასური 15 ლარს შეადგენს (5 დოლარზე ცოტათი მეტი), ხოლო ექსკურსია უჯარმაში, ნაქალაქევში, ხერთვისში, მუზეუმ-ნაკრძალ გრემში და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში- 10 ლარია (3,5 დოლარი).
ყველა ჩამოთვლილი მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი შედის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სისტემაში.
სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების და პენსიონერებისთვის, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, მუზეუმებში შესვლის საფასური ძველებურად 1 ლარს შეადგენს (0,3 დოლარი).
მუზეუმების ბიუჯეტში შემოსული სახსრები მუზეუმების საჭიროებებზე დაიხარჯება, როგორიცაა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამშრომლებთა ხელფასის ზრდა.
მუზეუმში უფასოდ შესვლის უფლება აქვთ იძულებით გადაადგილებულ პირებს, ომის ვეტერანებს, ობოლ ბავშვებს, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს და შშმ პირებს.