4 ივლისს, ახალქალაქში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსად ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი დაინიშნა.
„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. სამცხე-ჯავახეთში „ქართული ოცნების“ პარტიის კონფერენციები იმართება. ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ადიგენში, ასპინძაში, ახალციხესა და ბორჯომში ადგილობრივი პარტიული სტრუქტურების ბიუროს ხელმძღვანელებსა და წევრებს ირჩევენ.
ახალქალაქში გამართულ კონფერენციას ესწრებოდნენ “ქართული ოცნების” ცენტრალური და რეგიონული წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტში ახალქალაქისა და ნინოწმინდის დეპუტატები, ახალქალაქის საკრებულოს პრეზიდენტი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი და სხვები.
ასევე აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება.
ფოტო ახალქალაქის მერის მელქონ მაკარიანის Facebook გვერდიდან.