კომპანია SJGC-ი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში აბონენტებს ძველი გაზის მრიცხველებს უცვლის. სამუშაო გეგმიურია და აბონენტებისთვის უფასოა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აბონენტებმა შესაძლოა ვერც კი შეამჩნიონ, რომ მრიცხველი შეიცვალა.
კომპანია მთელი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში 1100 მრიცხველის შეცვლას გეგმავს. პროცესი თითქმის ორი კვირის წინ დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში დაახლოებით 500 მრიცხველი უკვე შეიცვალა.
„ძველ მრიცხველებს ვცვლით, მრიცხველების საექსპლუატაციო ვადა 10-12 წელია, კომპანიის ხარჯზე ვცვლით, აბონენტებს პრობლემა არ შეექნებათ. არის მრიცხველები, რომლებიც არ არის გამოყენებული, ადრე იყო დამონტაჟებული, ამათ არ გამოვცვლით“, – თქვეს კომპანია SJGC-ში.
ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში გაზგამანაწილებელ კომპანია SJGC-ს 18 484 აბონენტი ჰყავს.