ხულგუმო-კულიკამის სოფლების დამაკავშირებელი შიდა სასოფლო გზის ასფალტის სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება.
დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე ახალქალაქის მერმა, მერის მოადგილემ და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და შეაფასეს. ამის შესახებ მოთავსებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდზე.
სოფელ ხულგუმოსა და კულიკამში 2,4 კილომეტრიანი გზა აშენდა. სანიაღვრეები გაკეთდა გზის პარალელურ კიდეებზე.
შესაბამის მონიშვნებთან ერთად საგზაო ნიშნებიც დამონტაჟდა.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომლის საერთო ღირებულება 2 058 000 ლარს შეადგენს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა არის მისი ხელმოწერის დღიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე.
გზა ააშენა “ჯავახავთოგზა”-ს საგზაო მშენებელმა კომპანიამ.
აღვნიშნავთ, რომ ხულგუმოსა და კულიკამის მოსახლეობამ აღნიშნული გზის მოასფალტებისთვის არაერთხელ მიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.
აღსანიშნავია, რომ სოფელ კულიკამის ცენტრალური გზის მონაკვეთი 2021 წელს მოასფალტდა, რისთვისაც დაახლოებით 1 მილიონი ლარი დაიხარჯა.