20 ივნისს, ახალქალაქის №3 სკოლაში ACCESS-ის პროგრამის დასრულების ცერემონია გაიმართა. ეს უფასო პროგრამა ინგლისური ენის სწავლებას და საქართველოში პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

მოზარდებმა, რომლებიც მთელი სასწავლო წელი ინგლისურ ენას სწავლობდნენ, მოამზადეს საინტერესო ღონისძიება ინგლისურ ენაზე, იმღერეს სიმღერები სომხურ და ინგლისურ ენებზე, იცეკვეს ქართული და თანამედროვე ცეკვები, უკრავდნენ გიტარაზე, ფორტეპიანოზე დაუკრეს, გამოავლინეს თავიანთი კულინარიული შესაძლებლობები.

11

88

44

პროგრამას, რომლითაც ისინი ინგლისურს სწავლობდნენ, “ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სტიპენდიის პროგრამა” ჰქვია, პროგრამას აფინანსებს აშშ-ის საელჩო საქართველოში. წელს “ACCESS”-ის პროგრამა, როგორც ამ პროგრამას მოკლედ უწოდებენ, მთელ მსოფლიოში 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ACCESS-ი საქართველოში 2010 წლიდან ფუნქციონირებს. ახალქალაქში, ამ პროგრამის ფარგლებში, 2 ჯგუფი ინგლისურს სრულიად უფასოდ სწავლობს. პროექტი ხორციელდება აშშ-ს საელჩოს პარტნიორი PH International-ის – „პროექტ ჰარმონიის“ ხელმძღვანელობით. ACCESS-ს ჰყავს 3000-ზე მეტი სტიპენდიანტი საქართველოში. პროექტის მიზანია ინგლისური ენის ცოდნის გაძლიერება და პიროვნული უნარებისა და თვისებების განვითარება სამომავლოდ დასაქმების პერსპექტივის გაზრდის მიზნით.

22

33

77

ახალქალაქში წელს ინგლისური ენის შესწავლა 14-16 წლის 30-მა მოზარდმა დაამთავრა. ფინალურ ეტაპზე პროგრამის მასწავლებლებმა ლეილა ავაკიანმა და ანაჰიტ ნახატაკიანმა უნდა ჩაატარონ 5 დღიანი ბანაკი, რომლის ფარგლებშიც სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია მოეწყო. სასწავლო წლის დასაწყისში მოზარდები ინგლისურს კვირაში 3-ჯერ 2 საათის განმავლობაში აწყობდნენ შეხვედრებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან და სხვადასხვა აქტუალურ და საინტერესო თემებზე. ამ მიზნით ადგილობრივი მასწავლებლები გადიან ტრენინგებსა და სემინარებს. ახლა ახალქალაქელი თინეიჯერებიც გახდნენ ACCESS-ის პროგრამის სტიპენდიანტები (ალუმნები).

55
ღონისძიებაში ნინოწმინდელი მოზარდი სტიპენდიატებიც მონაწილეობდნენ.