მეორე დღეა, რაც მუნიციპალური ჩემპიონატის ფარგლებში, ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე ფეხბურთის მატჩი იმართება. ჩემპიონატში სხვადასხვა სოფლიდან და ქალაქ ახალქალაქიდან 24 გუნდი მონაწილეობს.
მუნიციპალური ჩემპიონატი 18 ივნისს დაიწყო. ჩემპიონატის პირველი ეტაპი გუშინ, დღეს და ხვალ გაიმართა. ყოველდღე 8 გუნდი თამაშობს. თამაშები ტარდება ოლიმპიური სისტემით, დამარცხებული გუნდი ჩემპიონატიდან გამოდის. პირველი ეტაპის შედეგად მეორე ეტაპზე 12 გუნდი გავა. მეორე ეტაპის დაწყება 21 ივნისს იგეგმება და 2 დღეს გაგრძელდება. ნახევარფინალი მე-3 ეტაპზე გაიმართება.
ფინალში გასული გუნდები ახალქალაქის მერიის მიერ საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.