სოფელ ხორენიაში ხიდის რეაბილიტაციაზე ტენდერში გამარჯვებული შპს „საგზაო-სამშენებლო სამმართველო №2“-მა მუშაობა უკვე დაიწყო. კომპანია რეაბილიტაციას 401 000 ლარად, საწყისი ოდენობით 432 202 ლარად განახორციელებს. ამჟამად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ორი-სამი დღის წინ, როგორც მოსახლეობა ამბობს, ხორენიას ხიდის რეაბილიტაციაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა სამშენებლო კომპანიაში ამბობენ, რომ ერთი კვირაა, რაც მუშაობენ.

„ტენდერი მოვიგეთ, ხელშეკრულებაში ეწერა, რომ ერთ თვეში შეგბიძლია დაწყება. ერთი კვირის წინ დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები“, – Jnews-თან სატელეფონო საუბარში თქვა კომპანიის დირექტორმა ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა.

ამჟამად მშენებლები მდინარე თაფარვანის დინებას ცვლიან, რომელზეც ხიდი აშენდა, რათა შესაძლებელი გახდეს ხიდის საძირკვლის გამაგრების სამუშაოების ჩატარება. ეს სამუშაო ჯერ განხორციელდება ერთ მხარეს, შემდეგ მეორე.


რეაბილიტაციის დროს, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით 3 თვეში უნდა დასრულდეს, ფეხით მოსიარულეებისთვის მდინარეზე ქვებით დაფარული დროებითი გზა აშენდება. მანქანები კი სოფლის სხვა გზის გასწვრივ, სოფელ ხოსპიოს გავლით იმოძრავებენ.

სოფელ ხორენიას მოსახლეობა კმაყოფილია, რომ ხელისუფლება როგორც იქნა ხიდის რეაბილიტაციას ახორციელებს, რომელიც უკვე დიდი ხანია ავარიულ მდგომარეობაშია. ისინი ჯერ არ საუბრობენ ალტერნატიული გზების მოხერხებულობაზე ან უხერხულობაზე, რომელიც რეაბილიტაციის დროს იქნება, ვინაიდან ხიდი გადაადგილებისთვის ჯერ არ არის დაკეტილი.

სოფელ ხორენიას ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია

„კმაყოფილი ვართ, რეაბილიტაცია ძალიან აუცილებელი იყო“, – ამბობს სოფელ ხორენიაში მცხოვრები რობერტ კარაპეტიანი.

most

მელტონიან სურენი იმედოვნებს, რომ ხიდის რეაბილიტაციის შემდეგ, ახალქალაქი-ნინოწმინდის საავტომობილო გზიდან სოფლისკენ მიმავალი გზა, რომელიც ცუდ მდგომარეობაშია, მოასფალტდება.

სოფელ ხორენიას ხიდი 1961 წელს აშენდა და 90-იან წლებში მხოლოდ ერთხელ ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

რეაბილიტაციის ფარგლებში გამაგრდება ბეტონის საძირკველი, შეიცვლება ხიდის შემოღობვა და სავალი ნაწილის საფარი. ხიდზე საცალფეხო ტროტუარი არ არის გათვალისწინებული. ხიდის სიგრძე 64 მეტრია.