ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის (ჟდანოვაკანის) მოსახლეობა ჩივის, რომ სოფლის გზა, რომელსაც სკოლამდე მივყავართ, ერთი კვირაა თოვლით არის დაფარული. გზას დღეს თუ არ გაწმენდენ მოსახლეობა მერიას მიმართავს.
სოფელი ჟდანოვაკანის მოსახლეობას უგზოობა აწუხებს. ამ პრობლემით დღეს, Jnews-ის რედაქციას მიმართეს.
სოფლის მკვიდრის სამველ მკოიანის თქმით, სოფელში გზა მთლიანად გადაკეტილია, მანქანები ვერ მოძრაობენ, ბავშვებს სკოლაში სიარული უჭირთ.
სოფლის მოსახლეობის თქმით, გზა ძლიერი თოვლის შედეგად, რამდენიმე დღის წინ დაიკეტა, მაგრამ დღემდე, არავინ აპირებს მის გაწმენდას. თოვლის სიმაღლე ზოგ ადგილას 1,5 მეტრს აღწევს.
როგორც სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, შესაბამისი სამსახურები სოფლის გზას თოვლისგან დღეს თუ არ გაწმენდენ, ისინი ქალაქის მერიას მიმართავენ.
ნინოწმინდის 6 ქუჩის, მიკრორაიონი “ნორაშენის” და 15 სოფლის გზის თოვლისგან დასუფთავების ტენდერი კომპანია შპს “დოროჟნიკმა” 150 000 ლარით მოიგო.
კომპანია “დოროჟნიკის” დირექტორის, არმან ნორსოიანის თქმით, მათ უკვე დაასუფთავეს ის გზები, რომლებიც ტენდერით იყო გათვალისწინებული.
“სოფელი ჟდანოვაკანის შიდა გზები ტენდერის დოკუმენტაციაში არ იყო შეტანილი. რადგან არ იყო გათვალისწინებული, ეს უკვე ჩვენი საქმე არ არის”,- ამბობს ის.