დღეს, 3 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეტში ძლიერი სეტყვა მოვიდა. სეტყვამ, რომელიც 15-დან 20 წუთამდე გაგრძელდა, სოფლის მცხოვრებთა ბაღები და მოსავალი მიწასთან გაასწორა.
ძლიერი სეტყვით მიყენებული ზარალის შეფასება ჯერ კიდევ რთულია. თუმცა, სეტყვის თეთრი ფენის ქვეშ იყო ბაღები, ყანები და სოფლის მცხოვრებთა მოსავალი. სოფლის მოსახლეობის დარწმუნებით, სეტყვა ძალიან დიდი იყო, დაახლოებით 3-4 სმ. დიამეტრის.
ხავეთში აღნიშნავენ, რომ არ ახსოვთ, რომ ბოლო წლებში სოფელში ამხელა სეტყვა მოვიდა.