ხას ბახჩას პარკში საბავშვო მოედანი კვლავ სავალალო მდგომარეობაშია. ახალქალაქის სერვისცენტრის მიერ დაზიანების გარემონტებიდან ერთი წლის შემდეგ, მოედანს კვლავ ესაჭიროება რემონტი.

თამარ მეფის ქუჩიდან პარკის შესასვლელის მარჯვნივ დამონტაჟებულ საქანელებზე ბავშვები ერთად ქანაობენ. როცა საქანელას სიჩქარემ მოიმატა, ერთ-ერთმა მშობელმა შენიშნა, რომ კონსტრუქციის ერთ-ერთი სვეტი მიწიდან ამოვარდა და საქანელასთან ერთად დაიწყო ტრიალი.

დაზიანებულია პარკის სხვა ნაწილში მდებარე „გვირაბის“ ზედაპირიც.

ploshadka

თითქმის ყველა საქანელა დაზიანებულია, რკინის ჯაჭვები ხელით არის მიბმული.

ploshadka4

ploshadka3

ploshadka5

ploshadka6

აქვე აღვნიშნავთ, რომ ატრაქციონი, რომელიც პარკში გასულ წელს გამოჩნდა, არ გამოიყენება. იმუშავა მხოლოდ ერთ დღეს – 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს.

ploshadka2

სამწუხაროდ, ახალქალაქის სათამაშო მოედნებზე დაზიანებები იშვიათი არაა. ხშირად ისინი გამოწვეულია თავად მცხოვრებლების გულგრილი დამოკიდებულებით, რომლებიც ბარბაროსულად ექცევიან საქანელებს და სხვა ნივთებს.

ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორმა მხითარ რსტაკიანმა მას შემდეგ, რაც Jnews-ი დაუკავშირდა და პრობლემის შესახებ აცნობა, განაცხადა, რომ ამ კვირაში დაკავდებიან ამით.

„ორშაბათს აუცილებლად შევხედავთ და კვირის განმავლობაში ყველაფერს გამოვასწორებთ, რასაც შევძლებთ”, – კომენტარი გააკეთა მან.