დღეს ახალქალაქში ილია ჭავჭავაძის სახელობის №3 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა.
ისევე, როგორც ყოველ წელს, ცერემონია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო.
წელს სკოლას 14 მოსწავლე დაემშვიდობა. უმაღლესი განათლების მისაღებად 12 მათგანი თბილისისა და ახალციხის უნივერსიტეტებში უკვე დარეგისტრირდა.
ბოლო ზარის ცერემონიას ესწრებოდა სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეების მშობლები.
მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს იუმორისტული ნომრები, საცეკვაო ნომრები და, რა თქმა უნდა, საკუთარი გრძნობები გამოხატეს.
ყველა აღელვებული იყო – მასწავლებლებიც, მოსწავლეებიც.