17 მაისს ახალქალაქში ნალბანდიანის ქუჩის 280 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო, რომელიც ახალი მიწისქვეშა ელექტროგადამცემის ხაზის გაყვანისთვის ამოითხარა და 5-6 თვის განმავლობაში მოუხერხებლობას უქმნიდა როგორც მძღოლებს, რომლებიც ამ ქუჩაზე მოძრაობენ, ასევე სხვადასხვა ბიზნეს-ობიექტს, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ჯავახავტო გზა“ ახორციელებს. ორმო 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში Energo Pro Georgia ენერგოგამანაწილებელი კომპანიის ახალი მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანის სამუშაოების ფარგლებში გაითხარა.
ორი კვირის შემდეგ, რაც ახალი ხაზი გაიყვანეს, 2023 წლის დეკემბერში კომპანია Energo Pro Georgia-ს მივმართეთ, რათა გაგვერკვია გათხრილი ორმოები რატომ არ არის აღმოფხვრილი, ისინი ასფალტირებას ერთ კვირაში დაგვპირდნენ, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ თბილი ამონდების დადგომამდე ასფალტირება შეუძლებელია.
აღნიშნული მონაკვეთი მოძრაობას ძალიან უშლიდა ხელს, მითუმეტეს ახალი წლის მზადების პერიოდში, როცა ნალბანდიანის ქუჩა ძალიან იტვირთებოდა მოძრაობით.
17 მაისს სარეაბილიტაციო პროცესი დაიწყო, მომუშავეებს ამოთხრილი მიწა მიაქვთ, ორმოებს ავსებენ. სამუშაოებო რამდენ ხანს გაგრძელდება, მომუშავეებმა ჯერ ვერ გვიპასუხეს.
შეგახსენებთ, ახალი მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზი გასულ წელს კომპანია Energo Pro Georgia-მ ტრანსფორმატორის განტვირთვისთვის გაიყვანა.