ახალქალაქში ჯივანის პარკში (ადგილობრივები პარკს „მნდოს“ ეძახიან) ხეები, რომლებიც ფესვებს არ იღებდნენ, ახლით შეცვალეს..
როგორც Jnews-ს ახალქალაქის სერვის ცენტრიდან აცნობეს, ეს მათ კომპეტენციაში არ შედის და სამუშაოებს 2022-2023 წლებში პარკის რეაბილიტაციაში ჩართული კომპანია „K-კომპანია“ ახორციელებდა. გამხმარი მცენარეები გადაყარეს და ახლები დარგეს. ხეები შეიცვალა, რადგან სარეაბილიტაციო საგარანტიო ვადა ჯერ არ იყო გასული.
შეგახსენებთ, რომ ჯივანის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის ბოლოს შემოდგომაზე დასრულდა. 2022 წელს პარკის კეთილმოწყობისთვის 639 232 ლარი გამოიყო. სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი 580 000 ლარის ოდენობით “K-კომპანიამ” მოიგო. მთლიანი ღირებულების 82,2% სახელმწიფოს შენატანია, 17,8% კი ადგილობრივი ბიუჯეტის.
პარკის კეთილმოწყობა ორ ეტაპად განხორციელდა. 2022 წელს სამუშაოები დასრულდა 525 486 ლარის ოდენობით, ხოლო 2023 წელს – 113 746 ლარის ოდენობით. შემდეგ, ბიუჯეტის კორექტირებისას, მერიამ პარკის რეაბილიტაციისთვის კიდევ 30 814 ლარი გამოყო.