დღეს დილით, ახალქალაქი-ბაკურიანის გზატკეცილზე, სოფელ ხულგუმოდან ქალაქ ახალქალაქისკენ მიმავალ გადასახვევთან, კლდიდან ორი დიდი ლოდი ჩამოვარდა და გზის პირას დაეცა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ამ გზას კომპანია „ჯავახავტოგზა“ ემსახურება.
კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს მათ პასუხისმგებლობაში არ შედის, მაგრამ გზას გაასუფთავებენ.
Jnews-ის კამერამ ქვები დილის 10:10 წუთზე დააფიქსირა და 11:30 საათისთვის გზა უკვე გაწმენდილი იყო.
აღვნიშნავთ, რომ ახალქალაქის გზებზე ქვათაცვენა ხშირი მოვლენა არ არის.