ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანში შიდა გზების აღდგენის სამუშაოები გრძელდება. რამდენიმე დღის წინ ახალქალაქის მერიის თანამშრომლები ადგილზე გაეცნენ სამუშაოების მიმდინარეობას და შესაბამისი მითითებები მისცეს.
გზის მშენებლობის პირველი ეტაპისთვის დაგეგმილ ადგილზე სამუშაოები უკვე დასრულებულია. სულ 1 კილომეტრი 836 მეტრი შიდა სოფლის გზა აშენდება.
პროექტის ჯამური ღირებულება 1 049 164 ლარია, თანხები რეგიონული ფონდიდან და ახალქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
ამ გზაზე სამუშაოებს საგზაო-სამშენებლო კომპანია „ჯავახავტოგზა“ ახორციელებს.
ამის შესახებ ახალქალაქის მერიის ოფიციალური Facebook გვერდი იუწყება.