29-30 მარტს ახალქალაქში კრივის მუნიციპალური ჩემპიონატი ტარდება.

პარასკევს, 29 მარტს, ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში მუნიციპალური ჩემპიონატის პირველი დღე გაიმართა. შეჯიბრებში მონაწილეობს 8-დან 13 წლამდე 60 ბავშვი მუნიციპალიტეტის სოფლებიდან, რომლებშიც სპორტულ კომპლექსს ჯგუფები ჰყავს — კარტიკამი, არაგვა, დილისკა და ასევე ქალაქიდან. ყველა ახალქალაქის სპორტული კომპლექსის მოსწავლეა.

boks6

boks7

შეჯიბრებში ჟიურის სახით ესწრებოდა მოკრივე ჯავახეთიდან, ევროპის სამგზის ვიცე ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი, ევროპის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, აშშ-ში პროფესიონალურ კრივში მონაწილეობისთვის გადასული მოკრივე ოთარ ერანოსიანი.

boks

boks5

boks4

„ჩვენ დიდი პოტენციალის მქონე ძალიან ბევრი ბავში გვყავს, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მათგანი მომავალში კარგი მოკრივე გახდება. 3-4 თვეში კიდევ ჩავატარებთ ჩემპიონატს, მაგრამ უფროსებისთვის“,- კომენტარი გააკეთა ახალქალაქის სპორტული კომპლექსის დირექტორმა ატომ ელიზბარიანმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ტრენერებს შესრულებული სამუშაოს მაღალი ხარისხისთვის, ადგილობრივ ხელისუფლებას და ბავშვების მშობლებს იმისათვის, რომ მუდამ მხარს უჭერენ,

ფინალი გაიმართება ხვალ, 30 მარტს. გამარჯვებულები მიიღებენ დიპლომებს, მედლებს, საჩუქრებს და თასებს.

boks3

boks2