საქართველოს ბევრ რეგიონში ინგლისური ენის შესწავლა ხშირად პრობლემას წარმოადგენს. Რეგიონებში, ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის იშვიათად თუ შეხვდებით ინგლისური ენის სპეციალისტებს. Ამის გამო, მოსწავლეები და ენის შესწავლის სხვა მსურველები სათანადოდ ვერ სწავლობენ უცხო ენას, ან უწევთ შორ მანძილზე გადაადგილება რეპეტიტორთან მისასვლელად. სწორედ ასეთი პრობლემების მარტივ გადაწყვეტას გვთავაზობს ონლაინ სწავლების მოდელი, მისი მეშვეობით ინგლისურის სწავლა შეგიძლიათ ჯავახეთიდან, აჭარიდან, გურიიდან, სვანეთიდან ან საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან მარტივად.

ინგლისურის შესასწავლად ონლაინ დაგჭირდებათ მხოლოდ ინტერნეტი, მობილური ტელეფონი ან კომპიუტერი. სასწავლო პროცესებში ტექნიკის გამოყენება, ონლაინ სწავლასთან ერთად, უდიდეს შესაძლებლობას გაძლევთ თანამედროვე მეთოდებით, სასწავლო თამაშებით, სახალისო აპლიკაციებით, პრეზენტაციებით გაიხალისოთ სასწავლო პროცესი და გაიმარტივოთ სწავლება. სწორად შერჩეული ინგლისური ენის სპეციალისტი კი, იზრუნებს იმაზე, რომ სწავლების პროცესი სასიამოვნო და საინტერესო იყოს.

დღევანდელი მსოფლიოს მუდმივად ცვალებადმა რეჟიმმა ნათელი გახადა, რომ ინგლისური ენის შესწავლა ონლაინ არანაკლებ ეფექტურია, ვიდრე ფიზიკური გაკვეთილები. დისტანციური გაკვეთილების მსურველების რაოდენობა დღითიდღე იმატებს მისი პრაქტიკულობიდან გამომდინარე, დაზოგო დრო და ენერგია, ჩაერთო სწავლებაში ნებისმიერი ადგილიდან, აარიდო თავი დამღლელ გზას, უამინდობას, შეარჩიო მასწავლებელი ნებისმიერ ადგილზე და იმუშაო ინგლისურის საუკეთესო სპეციალისტებთან მარტივად საუკეთესო შესაძლებლობაა.

Დღევანდელ მსოფლიოში, ინგლისური ენა გადაიქცა მსოფლიოს #1 ენად, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა კულტურასა და საზოგადოებას. ინგლისურად კომუნიკაციის უნარი მრავალ უპირატესობას გვთავაზობს, აკადემიური და პროფესიული შესაძლებლობებიდან დაწყებული პიროვნული ზრდით და კულტურული გამდიდრებით.

  • აკადემიური და პროფესიული შესაძლებლობები

ინგლისური ენის ცოდნა ხშირად წინაპირობაა პრესტიჟულ უნივერსიტეტებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მიღებისთვის. უფრო მეტიც, ბევრი მრავალეროვნული კორპორაცია და საერთაშორისო ორგანიზაცია მოითხოვს თანამშრომლებს ინგლისური ენის მყარი ცოდნით. ენის დაუფლებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს კარიერული პერსპექტივები და კარი გაუღოს უამრავ სამუშაო შესაძლებლობას.

  • გლობალური კომუნიკაცია

მსოფლიოში, სადაც საზღვრები სულ უფრო ბუნდოვანია ტექნოლოგიითა და გლობალიზაციით, ინგლისური მოქმედებს, როგორც საერთო ენა, საერთაშორისო კომუნიკაციისთვის. იქნება ეს პროექტებზე თანამშრომლობა, კულტურათაშორისი დიალოგების ჩართვა თუ გლობალურ კონფერენციებში მონაწილეობა, ინგლისური ენის ცოდნა ღირებული აქტივი ხდება.

  • ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

აკადემიური, სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი ინგლისურ ენაზეა გავრცელებული. ინგლისური ენის მცოდნე ადამიანებს შეუძლიათ წვდომა მიიღონ უამრავ რესურსზე, კვლევით მასალასა და პუბლიკაციაზე, რითაც ისინი ინფორმირებულები არიან თავიანთი სფეროების უახლესი მიღწევების შესახებ.

ინგლისური ენის გაკვეთილები ბავშვებისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ცხოვრების ადრეული ეტაპებიდან. მისი მნიშვნელობა დღევანდელ მსოფლიოში იმდენად დიდია, რომ მის ცოდნას გადამწყვეტი როლი აკისრია ბავშვის განვითარებასა და წარმატებაში.

სასწავლო პროცესი მშობლებსა და ბავშვებში დიდ სტრესთან ასოცირდება. პრობლემა ძირითადად არასათანადო სწავლება ან რთულად დასაძლევი პროგრამაა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ბავშვს დროულად გავუწიოთ დახმარება და ჩავრთოთ საქმეში პროფესიონალი. ინგლისური ენის გაკვეთილები ბავშვებისთვის უნდა წარიმართოს სასიამოვნო გარემოში, ეფექტური მეთოდებით. სწავლება ადაპტირებული უნდა იყოს ბავშვის ინტერესებსა და შესაძლებლობებზე. Სწორედ ამიტომ, ინგლისური ენის სწავლება ონლაინ საუკეთესო საშუალებაა ბავშვებს შევუქმნათ სწავლების ის პირობები, რაც აქამდე რეგიონში არ ჰქონიათ.

ენის სწავლა მარტივი არ არის, თუმცა სწორად შერჩეული პედაგოგი მრავალფეროვანი, თანამედროვე და თქვენზე მორგებული მეთოდებით უმოკლეს პერიოდში შეძლებს თქვენს დახმარებას. საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლიათ დაესწროთ მეცადინეობებს ონლაინ რეჟიმში, კომფორტულად მოკალათებული თქვენი სახლიდან.

ონლაინ სწავლების სხვადასხვა ტიპები არსებობს, ყველაზე გავრცელებულია:

  • 1. სრული ონლაინ კურსები, ასევე ცნობილი როგორც ასინქრონული კურსები, საშუალებას აძლევს მოსწავლეებს მიიღონ სასწავლო მასალები საკუთარი ტემპით. ეს კურსები, როგორც წესი, შედგება წინასწარ ჩაწერილი ვიდეო ლექციებისგან, ინტერაქტიული დავალებების, ვიქტორინებისა და სადისკუსიო ფორუმებისგან. მოსწავლეებს აქვთ მოქნილობა ისწავლონ როდის და სად ივარჯიშონ, რაც ამ ვარიანტს იდეალურს ხდის დატვირთული გრაფიკის მქონეთათვის.
  • 2. ცოცხალი ონლაინ გაკვეთილები, ან სინქრონული კურსები, მოიცავს რეალურ დროში ურთიერთქმედებებს ინსტრუქტორებსა და მოსწავლეებს შორის. პლატფორმების საშუალებით, როგორიცაა Zoom ან Microsoft Teams, მონაწილეები უერთდებიან ვირტუალურ კლასებს დაგეგმილ გაკვეთილებზე, დისკუსიებსა და კითხვა-პასუხის სესიებზე. ეს ფორმატი უზრუნველყოფს სტრუქტურის განცდას და ხელს უწყობს უშუალო ჩართულობას ინსტრუქტორებთან და თანატოლებთან.
  • 3. შერეული სწავლება აერთიანებს როგორც ონლაინ, ისე პირად ელემენტებს, რაც გთავაზობთ განათლების ჰიბრიდულ მიდგომას. მოსწავლეებს შეუძლიათ დაესწრონ ტრადიციულ გაკვეთილებს ადგილზე და ასევე შეასრულონ ონლაინ მოდულები ან დავალებები. ეს მოდელი იძლევა ბალანსს პირისპირ ინტერაქციასა და ონლაინ სწავლის მოქნილობას შორის, რაც უზრუნველყოფს დინამიურ და პერსონალიზებულ საგანმანათლებლო გამოცდილებას. სასაუბრო ინგლისურის კურსები უფასოდ

ინგლისური ენის შესწავლა დინამიური და მომგებიანი თავგადასავალია. ინგლისური ენის შესწავლის გადაწყვეტილება, სწავლის მეთოდის არჩევანი და იდეალური მასწავლებლის შერჩევა ხელს უწყობს ამ ენობრივი ექსპედიციის სიმდიდრეს. იქნება ეს ონლაინ პლატფორმების, სახლში რეპეტიტორობის ან ტრადიციული სასწავლო ცენტრების არჩევა, თითოეული გზა გთავაზობთ უნიკალურ უპირატესობებსა და ზრდის შესაძლებლობებს.

ციფრული ეპოქა და ტექნიკური მხარდაჭერა საშუალებას გვაძლევს გავიუმჯობესოთ ინგლისურის ცოდნა დამხმარე აპლიკაციების, სხვადასხვა პლატფორმების დახმარებით, როგორებიცაა: Duolingo, Babbel, Hello English, Memrise, Cambly Kids, BBC Learning English, Busuu, HelloTalk და სხვა. ონლაინ მეცადინეობის პარალელურად, შეგიძლიათ გამოიყენოთ მსგავსი აპლიკაციები, გაიხალისოთ სწავლების პროცესი და გაიუმჯობესოთ სმენითი, კითხვითი, წერითი, გრამატიკული და ლექსიკური უნარები.

პლატფორმა SERVISEBI.GE აკავშირებს მოსწავლეებს გამოცდილ მასწავლებლებთან მთელი მსოფლიოდან. შეთავაზებების ერთ სივრცეში მოქცევა და მისი მრავალფეროვნება უზრუნველყოფს მოქნილობას, რაც საშუალებას გაძლევთ ისწავლოთ ინგლისური საკუთარი ტემპით და გრაფიკით.

მოემზადეთ ეროვნული ან სამაგისტრო გამოცდებისთვის, IELTS და TOEFL ტესტირებისთვის გარანტირებული შედეგით. შესწავლა შეგიძლიათ ნებისმიერი ასაკის მსურველს, მოსწავლეს, აბიტურიენტს და სტუდენტს.

ვებგვერდზე ყველა ტიპის შეთავაზებაა გამოქვეყნებული, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მოტივირებულ დამწყებ მასწავლებელს, რომელიც მთელს ენერგიას ჩადებს მუშაობისას მისაღებ ფასად, ან შეარჩიოთ გამოცდილი სპეციალისტი შესაბამისი ანაზღაურებით. შეგიძლიათ მოძებნოთ უცხოენოვანი პედაგოგები ან სასწავლო ცენტრები მრავალფეროვანი კურსებით. სწავლების საფასურს, ხანგრძლივობას, გადასახადს, გაკვეთილების სიხშირეს, მოსწავლეების რაოდენობას ჯგუფში და ყველა სხვა დეტალს თავად ათანხმებთ მასწავლებელთან. ვებგვერზე არსებული შეფასებების სისტემა კი საშუალებას გაძლევთ სხვა მოსწავლეების შეფასებები გაითვალისწინოთ მიღებულ გამოცდილებასთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო მეტად გაგიმარტივებთ სასურველი სპეციალისტის მოძიების პროცესს.

გახსოვდეთ, ახალი ენის შესწავლისას მთავარია თანმიმდევრულობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს რჩევები დაგეხმარებათ ინგლისური ენის უფრო სწრაფად სწავლაში, აუცილებელია რეგულარულად ივარჯიშოთ და დარჩეთ თქვენი მიზნების ერთგული. ისიამოვნეთ პროცესით, იზეიმეთ მცირე გამარჯვებები და უყურეთ, როგორ იზრდება თქვენი ინგლისური ენის ცოდნა. ჩვენი ერთგული მასწავლებლები მზად არიან დაგეხმარონ მთელი პროცესის განმავლობაში, გაგიწიონ ხელმძღვანელობა, უპასუხონ კითხვებს და უზრუნველყონ თქვენი წარმატება. ისწავლეთ თავდაჯერებულად, იცოდეთ, რომ დახმარება ყოველთვის ხელმისაწვდომია servisebi.ge-ზე.