საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნების რაოდენობა შემცირდა, თუმცა უმეტეს უბანზე ხმის მიცემის პროცესი ძველი სისტემით ჩატარდება.

საქართველოში ბევრი ამომრჩეველი ხმას ელექტრონულად პირველად მისცემს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა 28 უბანზე დაინერგება, დარჩენილი 34 კენჭისყრის დღე ძველი მეთოდით ჩატარდება. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში კენჭისყრა ელექტრონული სისტემით 19 უბანზე ჩატარდება, დანარჩენ 16 უბანზე კი ხმას ძველი წესით მისცემენ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. სხვა უბნებზე ბიულეტენების გაციფრულება და საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლა მოხდება ძველი პრინციპით.

2024 წლის არჩევნებზე ორ საარჩევნო ოლქში – ახალქალაქსა და ნინოწმინდაში საარჩევნო უბნების რაოდენობა შემცირდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების რაოდენობა 71 იყო, წელს მათი რაოდენობა 62-მდე შემცირდა.

ქალაქ ახალქალაქში 7 უბნიდან დატოვებულია მხოლოდ 3. ყოფილი №1 და №2 უბნები გაერთიანდა და ჩამოყალიბდა №1, ყოფილი №3 და №4 უბნები გაერთიანდა №2 უბნად. ხოლო ახალქალაქში ყოფილი უბნები №66,67,70 გაერთიანდა 62 უბნად.

სოფელ კუმურდოში წინა 2-ის ნაცვლად ერთი საარჩევნო უბანი იქნება, ასევე გაერთიანებულია 2 უბანი სოფელ დილისკაში. სოფელ თახჩასა და აბულის საარჩევნო უბნები ერთ უბანზე გაერთიანდა, ასევე სოფელი თოთხამი და კორხი ხმას მისცემს ერთ უბანზე.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მხოლოდ 2 საარჩევნო უბანი შემცირდა, ამგვარად, წინა 37-ის ნაცვლად რაიონში 35 საარჩევნო უბანი დარჩა. ქალაქ ნინოწმინდაში 4 უბანი იყო, ახლა მხოლოდ 3 გაიხსნება, ასევე სოფელ ეშტიაში №21 და №34 უბნები გაერთიანდა ერთში.

ახალი „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, ელექტრონული სისტემით კენჭისყრა განხორციელდება იმ საარჩევნო უბნებზე, რომლებიც ქალაქიდან 20 კმ-ში მდებარეობს და მოსახლეობა არაუმეტეს 3000 კაცისა და არანაკლებ 300-ისა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ხმის მიცემა ელექტრონული სისტემით ჩატარდება შემდეგ უბნებზე:

№№№ 1,2,10,11,12,13,21,22,23,24,25,26,27,28,29,31,32,33,34,38,45,47,51,52,59,60,61,62.

დანარჩენში ხმის კიცეკის პროცესი ძველი სისტემით ჩატარდება.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ხმის მიცემა ელექტრონული სისტემით ჩატარდება შემდეგ საარჩევნო უბნებზე:

№№1,2,3,7,8,9,10,11,12,14,18,19,21,22,25,26,27,28,34.

დანარჩენში ხმის მიცემის ძველი სისტემა იმოქმედებს.