15 წლის სეირან ჭორუღიანი ყოველ კვირა დღეს ეკლესიაში იწყებს და ამთავრებს. სეირანი ახალქალაქში ცხოვრობს. ის უკვე ოთხი წელია ეკლესიაში მსახურეობს. ჩვენმა გმირმა სწავლის გაგრძელება გევორგიანის სახ. სასულიერო სემინარიაში გადაწყვიტა.

3
სეირანი თავიდანვე დადიოდა საეკლესიო გალობების გუნდში, იქ ორი წელი იმღერა და მამის დაჟინებული თხოვნის შემდეგ საკურთხეველში ავიდა.

„როცა მგალობელთა გუნდში ვმღეროდი, ამ დროს ეკლესიაში სიარულის, საკურთხეველში შესვლის სურვილი მქონდა, ღვთისმსახურებს ვადევნებდი თვალს და სასულიერი ცხოვრება ძალიან მომეწონა. დიდხანს ვიფიქრე, ავიდე თუ არა საკურთხეველში, გადავწყვიტე, რომ უნდა ავიდე. საკურთხეველში ასვლა პირველ რიგში ღმერთთან კავშირს აძლიერებს, ასევე სასულიერი ცხოვრებასთან გაახლოვებს“,- ამბობს სეირანი.

ჩვენი გმირი აღნიშნავს, რომ ეკლესიაში სირულით ბევრი რამ ისწავლა, მაგალითად, გრაბარი (ძველი სომხური ენა) და აშხარაბარი (თანამედროვე სალიტერატურო სომხური ენის აღმოსავლური ვარიანტი). ის საეკლესიო გალობებში, ლიტურგიებში, ნათლობებში და ჯვრისწერებში მონაწილეობს. ის წმინდა მამასთან ერთად სოფლებშიც დადის.

5ამ წლების განმავლობაში უფრო დავრწმუნდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, რომლის თანახმადაც ეჩმიაძინის გევორგიანის სახელობის სასულიერი სემინარიაში მინდა სწავლის გაგრძელებას, რათა მომავალში მღვდელი გავხდე. მე, რა თქმა უნდა, დიდხანს ვიფიქრე და მივხვდი, რომ მინდა მღვდელი გავხდე, რადგან ჩვენი მღვდლების ყოფაცხოვრება ძალიან მომეწონა“,- ამატებს ის.

სეირანი მუდამ კეთილსინდისიერად ასრულებს ვალდებულებებს. მსახურების დაწყებამდე მღვდელს ეხმარება ჩაცმაში, შემდეგ ლიტურგიისთვის საჭირო ყველაფერს, ასევე სამღვდლო მაგიდას ამზადებს.

1

როდესაც სეირანმა ეკლესიაში სიარული დაიწყო, გადაწყვიტა მონათლულიყო, და 13 წლის ასაკში დედასთან ერთად ინათლება. მისი ნათლობის სახელი — ნარეკ.

„ეკლესია უფრო ამყარებს რწმენას, ხალხს სწორ გზაზე სიარულს ასწავლის. ასევე ძალიან საჭიროა ბიბლიის კითხვა“.

აი როგორ განმარტავს ეკლესიას:

„რწმენის სიმბოლოში გვაქვს სტრიქონი, რომელშიც ვამბობთ, რომ ჩვენ ერთიანი სამოციქულო წმინდა ეკლესიის გვწამს. ეკლესია ერთიანია რადგან ის ყველა მართლმადიდებელ მორწმუნეს აკავშირებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში არიან, მაგრამ აქვთ ერთი რწმენა, ერთ ეკლესიაში არიან გაერთიანებულები. გარდა ამისა, ეკლესია ბიბლიაში ქრისტეს ხორცად ითვლება, ხოლო ქრისტე — ეკლესიის ხელმძღვანელად“.

სეირანის მეგობრები მის არჩევანს კარგად ექცევიან, მის გარემოცვაში არიან ბავშვები, რომლებიც ეკლსიაში დადიან და საკურთხეველში ადიან.

4

„ჩემი ბევრი თანატოლი ტელეფონებზე და კომპიუტერულ თამაშებზეა გადართული, მათ სასულიერო ცხოვრების განვითარება ესაჭიროებათ, რადგან მათთვის ეს სხვა გზაა. ყოველთვის ვურჩევ ეკლესიაში სიარულს და საკურთხეველთან მისვლას“.

ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიის მღვდელმა ტერ ნარეკ ტიგრანიანმა, სეირანზე საუბრისას, თქვა, რომ ის პირველი შედის ეკლესიაში და ბოლო გადის.

„სეირანი ძალიან კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანია, ნებისმიერ საკითხს სერიოზულობით ეკიდება, განსაკუთრებით ლიტუარგიას, რადგან ლიტურგიისთვის მზადებას ის წინასწარ აორგანიზებს. როგორც ნებისმიერი მღვდლისთვის, ჩემთვისაც ძალიან სასიხარულოა, რომ მან სემინარიაში წასვლა გადაწყვიტა, რადგან ჩვენი ეკლესიის მსახურები, როგორც ცხებული ღვთისმსახურები, უფალს უფრო უხლოვდებიან.

საერთო ჯამში, მე ბავშვებს არაფერს ვახვევ თავს, რომლებიც ჩვენს საკურთხეველთან მოდიან, ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობთ, რჩევებს ვაძლევ. ახლა სეირანი ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც კეთილი ნებით გამოხატეს სემინარიაში სწავლის სურვილი. ჩემი აზრით, სეირანს შეუძლია იქ სწავლა, სემინარიაში სწავლის ერთ-ერთი მთავარი თვისება — დისციპლინა, რაც მას აქვს, ლიტურგიებზე, ცერემონიებზე არ აგვიანებს“,- ყვება მღვდელი ტერ ნარეკ ტიგრანიანი.

2
სურბ ხაჩ ეკლესიის საკურთხეველში 20-25 ახალგაზრდა ადის, მაგრამ სეირანი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანს შორის, რომლებიც არცერთ ცერემონიას არ ტოვებენ, ეკლესიაში ყოველ დღე დადის. ჩვენი გმირი მუდამ იცავს დიდ მარხვას და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მას. მან ბიბლიის კითხვა დაიწყო.

52004347539_4fcd5d9a87_o

სეირანი ქალაქ ახალქალაქის №1საჯარო სკოლაში IX კლასში სწავლობს. სანამ ეკლესიაში სიარულს დაიწყებდა, ის მამის საქმის გაგრძელებას აპირებდა, პოლოციელი უნდოდა გამხდარიყო, მაგრამ მოგვიანებით გადაიფიქრა. სკოლაში ასევე გამოირჩევა პასუხისმგებლობით და მაღალი აკადეიური მოსწრებით.

სეირანის ოჯახი მისი გადაწყვეტილების წინააღმდეგი არ ყოფილა. დედა, მარია მაკარიანი, ამბობს:

„ძალიან მიხარია, რომ ჩემმა შვილმა ღვთის გზა აირჩია, ეკლესიაში დადის და სწავლის გაგრძელება სემინარიაში სურს. ჩვენ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ ვართ, რადგან ეს მისი გადაწყვეტილებაა, და მთავარია, რომ ცხოვრებაში მის მიზნებს მიაღწიოს“.

Дизайн без названия - 1

სეირანი არასდროს წუწუნებს, ამბობს, რომ სირთულეები არ არსებობს,თუ  ყველაფერს დიდი სიყვარულით აკეთებს.

„თუკი ადამიანს სურვილი ექნება, ის ყველაფერს შეძლებს“.