თებერვლის დასაწყისში Jnews-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარების სირთულეებზე იყო საუბარი, რადგან გამოცდის ჩამბარებლები ჩივიან, რომ ინსპექტორები მათ შეგნებულად ჭრიან. ამ მიზეზით, შსს-ს მომსახურების სააგენტოში წერილობითი მოთხოვნა შევიტანეთ, რათა ხალხის კითხვებზე პასუხები მიგვეღო.

შესაბამისად, წარმოგიდგენთ მომსახურების სააგენტოს პასუხს.

Jnews-ის კითხვაზე, გეგმავს თუ არა სააგენტო ახალქალაქის მუნიციპალიტეტში რეალურ პირობებში გამოცდის ჩაბარების მარშრუტის შემუშავებას, მათ გვიპასუხეს, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნებენ.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა სააგენტო თანდართული ცენტრის გახსნას, სადაც მსურველები გამოცდამდე მანქანის მართვას ისწავლიან, Jnews-ს შემდეგი პასუხი გასცეს: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო არ არის პასუხისმგებელი რეზიდენტები გამოცდის ჩაბარებისთვის მოამზადოს”.

რამდენმა ადამიანმა ვერ ჩააბარა მართვის მოწმობის გამოცდა – უცნობია, Jnews-ის ეს კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა.

ვინაიდან გამომცდელები ძირითადად ინსპექტორებს უჩივიან და ამბობენ, რომ ისინი განზრახ ჭრიან გამოცდაში, ამის შესახებ სააგენტოსაც დავუსვით შეკითხვა, რაზეც გვიპასუხეს:

სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის ჩატარება, მართვის უფლების მინიჭება, გაუქმება, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენა, მართვის მოწმობის გაცემა (მათ შორის გამოცვლა და აღდგენა) და გაუქმება, ტრამვაის მართვის უფლების მოწმობა და საერთაშორისო მართვის მოწმობები, მართვის მოწმობების გაცემის რეესტრის წარმოება, აგრეთვე უცხო ქვეყანაში გაცემული სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების შეცვლა და აღიარება განისაზღვრება ამ კანონით, სადაც ინსპექტორის მოვალეობებიც არის მოცემული.

ზემოაღნიშნული კანონის თანახმად:

მუხლი 24. მართვის მოწმობის გამოცდასთან დაკავშირებული ზოგადი წესები:

  • ინსპექტორი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი ცოდნისა და უნარების მქონე სააგენტოს თანამშრომელი;
  • ინსპექტორს არ შეუძლია ინსტრუქტორად მუშაობა მძღოლების მომზადების დაწესებულებაში.

მუხლი 32. მართვის პრაქტიკული გამოცდის ორგანიზება

2. პრაქტიკული გამოცდის დროს კანდიდატმა მძღოლმა საგამოცდო მანქანა ისე უნდა მართოს, რომ მჯდომმა ინსპექტორმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. ინსპექტორმა ყურადღება უნდა მიაქციოს მძღოლის კანდიდატის მიერ მართვის დადებითი და უარყოფითი უნარების ჩვენებას. პრაქტიკულმა ტესტმა გამომცდელს უნდა მისცეს ზოგადი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რამდენად ადაპტირებადი და დარწმუნებულია კანდიდატი მანქანის მართვისას.

10. გამომცდელი აკონტროლებს ტესტური დავალებების შესრულებას ვიზუალური ან/და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ამასთანავე ინსპექტორი შეიძლება იმყოფებოდეს როგორც საგამოცდო მანქანის შიგნით, ასევე გარეთ (გამოცდის დასაკვირვებლად მოსახერხებელ ადგილას).

11. პრაქტიკული გამოცდის დროს, სანამ მძღოლის კანდიდატი ჩაჯდება მანქანაში, ინსპექტორმა უნდა დააბრუნოს მანქანა პირვანდელ მდგომარეობაში: გამორთოს ძრავა, გადაცემათა გადაცემის ხელის მუხრუჭი პირველ გადაცემაში ჩააგდოს და ხელის მუხრუჭი გაათავისუფლოს.

მუხლი 34. პრაქტიკული გამოცდის ზოგადი წესების შეფასება

2. პრაქტიკული ტესტის შესაფასებლად (მთლიანად ან ნაწილობრივ) ინსპექტორს შეუძლია გამოიყენოს ელექტრონული საშუალებები (მაგალითად, ტესტის აუდიო და/ან ვიდეო ჩაწერა, დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ჩაწერა ავტომობილზე დამონტაჟებული მრიცხველის ან/და სხვა ელექტრონული სისტემის მეშვეობით ან/და საჯარიმო ქულების გამოთვლა სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით და ა.შ.).

მუხლი 35. კვალაფიციური მოთხოვნები

5. შემოწმების ელემენტები უნდა შესრულდეს თანმიმდევრულად, ავტომობილზე დამონტაჟებული ელექტრონული სისტემის ხმოვანი სიგნალის ან ინსპექტორის მითითების შესაბამისად, ხოლო ინსპექტორის მითითების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინსპექტორის ბრძანებას.

მუხლი 39. მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის უარყოფითი შეფასების (დისკვალიფიკაცია) პირობები

თუკი მძღოლობის კანდიდატი ქმნის ავარიულ სიტუაციას, არ უზრუნველყოფს სატრანსპოეტო საშუალებუს დროულ გაჩერებას და/ან სატრანსპორტო საშუალების მართვის კონტროლს კარგავს, რის გამოც ინსპექტორი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალების მართვაში ჩარევა და/ან გამოცდის შეჩერება.

აღნიშნულ თემაზე ასევე წაიკითხეთ: