ახალციხე-ახალქალაქის გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ტრანსპორტის მოძრაობა გართულებულია. ამჟამად გზის დაახლოებით 1 კმ (კორხის წყლის ხიდიდან) ასფალტირებულია. საერთო ჯამში დაახლოებით 7 კმ გზა გარემონტდება.

ამჟამად ახალციხე-ახალქალაქის გზაზე ასფალტის საფართან პარალელურად გრუნტის დაყრისა და გასწორების სამუშაოები მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოების გამო ტრანსპორტის მოძრაობა გართულებულია. იქ, სადაც ტექნიკა მუშაობს, მოძრაობა ცალმხრივია, ამიტომ ნაწილს უწევს ლოდინი, რათა შემხვდერმა მანქანებმა გაიარონ და ამის შემდეგ განაგრძონ გზა.

2

როგორც კომპანია “საგზაო-სამშენებლო სამმართველო №1”-ის წარმომადგენლები აცხადებენ, გზის დაახლოებით 1 კმ (მდინარე კორხის წყლის ხიდიდან) უკვე ასფალტირებულია.

“წლეულს ასფალტირებას გავუკეთებთ გზის დაახლოებით 2 კმ-იან მონაკვეთს. თუკი ამინდი ხელს შეგვიწყობს, შეიძლება მეტიც იყოს”, – ამბობს კომპანია “საგზო-სამშენებლო სამმართველო №1”-ის წარმომადგენელი.

3

ახალციხე-ახალქალაქის გზის რეაბილიტაცია სექტემბრის მეორე ნახევარში დაიწყეს, საერთო ჯამში გარემონტდება მდინარე კორხის წყლის ხიდიდან დაახლოებით 7 კმ-ის სიგრძის გზა.

აღნიშნული გზა, კერძოდ, მონაკვეთი ახალციხიდან 62-69კმ-იანი მონაკვეთი მძღოლებისთვის სახიფათო გახდა. ორმოები ქალაქის შესასვლელიდან იწყება. მძღოლები აცხადებენ, რომ ამ გზაზე გავლის შემდეგ ავტომანქანების გარემონტება უწევთ.

1

მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ახალციხე-ახალქალაქი გზის (კორხის წყლის ხიდიდან ახალქალაქამდე) მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 6 638 460 ლარის ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი კომპანია “საგზაო-სამშენებლო სამმართველო №1”-მა 5 744 000 ლარით მოიგო.