ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დღეს, 4 ნოემბერს, კორონავირუსით ინფიცირების 22 შემთხვევა გამოავლინა. რეგიონში კოვიდვითარება კვლავ რთულია, ინფიცირების შემთხვევების ზრდა გრძელდება.
დღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა კორონავირუსის გამოსავლენად 272 ტესტი ჩაატარა, აქედან 200 ანტიგენზე, 72 PCR-ზე, შედეგად კორონავირუსის 22 შემთხვევა დაფიქსირდა.
გუშინ ინფიცირების 15 შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარებული 132 ტესტის შედეგად, საიდანაც 115 იყო ანტიგენზე, 17 – PCR.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დღეს კარანტინში 457 ადამიანი იმყოფება.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, სოფელი ორჯა შედარებით „მწვანე“ ზონაა, დანარჩენ სოფლებში ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია.