უკვე თითქმის ორი წელია, „B“ და „BE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა: პირველი სპეციალურ დახურულ ტერიტორიაზე, მეორე ქალაქში, რეალურ საგზაო პირობებში. ახალქალაქში, ინფრასტრუქტურის გამო, გამოცდის ჩაბარება რეალურ საგზაო პირობებში შეუძლებელია, ამიტომ ახალქალაქელები გამოცდას ძირითადად ახალციხეში აბარებენ.
თუმცა, ვინც ახალციხეში აბარებს, გაირკვა, რომ ბევრს სპეციალურად არ აბარებინებენ, ამიტომ გამოცდის ჩასაბარებლად ბათუმში და სხვა ქალაქებში მიდიან.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, სამცხე-ჯავახეთში მართვის მოწმობის მიმღებთა რაოდენობა შემცირდა.
2023 წლის IV კვარტალში სამცხე-ჯავახეთში მართვის მოწმობა 118-მა ადამიანმა მიიღო, რაც III კვარტალთან შედარებით 73-ით ნაკლებია.
Jnews-თან საუბარში ახალქალაქელები ამ სტატისტიკას ძირითადად იმით ხსნიან, რომ, მათი აზრით, ინსპექტორები განზრახ არ აბარებინებენ გამოცდას და ამის ხარჯზე ბიუჯეტს ავსებენ.
17 წლის ახალქალაქელმა ბიჭმა მართვის მოწმობას რეალურ საგზაო პირობებში პირველად ახალციხეში აბარებდა და ვერ ჩააბარა.
„მე ვთვლი, რომ ინსპექტორმა შეგნებულად ჩამჭრა, ახლოს მიმავალ მანქანასთან დისტანციის დაუცველობის გამო, მაგრამ მე რომ დამეცვა მათ მიერ დაწესებული დისტანცია, გვერდით ხაზს გადავკვეთავდი, ამ შემთხვევაშიც დავარღვევდი. მინიმალური მისაღები მანძილი არის 0,50-0,70 სმ, მაქსიმალური – 1 მეტრი“.
ამ შემთხვევის შემდეგ ჩვენმა თანამოსაუბრემ გადაწყვიტა, გამოცდაზე ბათუმში წასულიყო. გაიგო, რომ იქ ინსპექტორები განზრახ არაფერს აკეთებენ. თუმცა, გამოცდა ისევ ვერ ჩააბარა, რადგან მისი თქმით, ამ ქალაქში საგზაო მოძრაობას არ იცნობდა.
გადაწყვიტა არ დანებებულიყო და ისევ ეცადა ახალციხეში. ამბობს, რომ არ სურს სხვა ქალაქში წასვლა. ვინც ჩააბარა, იმათთან დაინტერესდა, გაიგო, რომ ბევრი 5-6 ცდაში აბარებს.
„ვფიქრობ, ეს ფულის გამომუშავების ძალიან კარგი საშუალებაა. არიან ადამიანები, რომლებიც უჩივიან“.
სოფელ ბარალეთიდან სამველ ხეჩოიანი მართვის მოწმობის გამოცდასთან დაკავშირებით არაერთ პრობლემას ასახელებს.
„ახალქალაქით კმაყოფილი ვართ, ტესტირებასაც და გამოცდასაც საიტზე ნორმალურად ვაბარებთ. ჩვენს წრეში არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, სანამ 4-5 ჯერ თუ არ ცდი, ახალციხეში ვერ ჩააბარებ. გასაკვირია, რადგან ახალციხეში გამოცდის ჩასაბარებლად რამდენიმე მუნიციპალიტეტიდან ჩადიან, ნუთუ მათ შორის არ არის არც ერთი მძღოლი, რომელიც დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს და ვინც გამოცდის ჩაბარებას პირველი ან თუნდაც მეორე მცდელობით ჩააბარებს? რაც უნდათ აკეთებენ, ალბათ ბიუჯეტს ავსებენ, ვერ გეტყვით“, – თქვა მან.
სამველი აღნიშნავს, რომ გადასასვლელზე მანქანის წინ მოულოდნელად ფეხით მოსიარულე ჩნდება, გამოცდის ჩამბარებელი მაშინვე ჩერდება, მაგრამ ინსპექტორი ამბობს, რომ მაშინვე დამუხრუჭება არ შეიძლება და გამოცდას აჩერებს.
„მძღოლმა საიდან უნდა იცოდეს, რომ ფეხით მოსიარულე მანქანის წინ გადმოხტება, რომ დაბალი მუხრუჭით იაროს? უფრო გართულება შეიძლებოდა, ვიდრე ბიუჯეტის შესავსებად განზრახ ჩაჭრა. ფაქტობრივად, გამოცდაზე არაფერი იცვლება, მანქანას ისევ ისე მართავს“, – ამბობს სამველი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ახალქალაქში ადგილი, სადაც მსურველები სწავლას შეძლებდნენ, არ არის.
რა ფუნქციები აქვს ინსპექტორს გამოცდის დროს და პასუხები სხვა კითხვებზე, ჩვენს შემდეგ სტატიაში გამოვაქვეყნებთ. ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად Jnews-მა საქართველოს მომსახურების სააგენტოს წერილობითი თხოვნით მიმართა.
ქვემოთ წარმოგიდგენთ ბმულს, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ მართვის მოწმობის გამოცდის ჩასაბარებლად დარეგისტრირდეთ.
ამ თემაზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ: