ახალქალაქში მოქმედმა ცენტრმა “არმატმა”, რომელიც სკოლის ასაკის ბავშვებისთვის უფასო კურსებს ატარებს, 10-18 წლის ბავშვების მიღება გამოაცხადა. „არმატი“ ახალქალაქში 6 წელია ფუნქციონირებს, თუმცა 2024 წლიდან ცენტრი ფართოვდება და არის სიახლეები.
“არმატის” საინჟინრო ლაბორატორიაში მოზარდებს შეუძლიათ ისწავლონ პროგრამირება, რობოტიკა, 3D მოდელირება, თამაშების შექმნა და ანიმაცია. ახალქალაქის ცენტრის „არმატის“ ჯგუფის ხელმძღვანელის ენოკ ფიდანიანის თქმით, დაიხვეწა არსებული მიმართულებები, განხორციელდა დამატებები და დამატებების წყალობით მოგვარდა ყველა ტექნიკური საკითხი.
„2024 წლიდან უკვე განხორციელდა ცვლილებები, ცენტრი აღიჭურვა ახალი ტექნიკით და ყველა ტექნიკური პრობლემა, რაც იყო, წარსულს ჩაბარდა. დავამატეთ უცხო ენების კურსები: ინგლისური და ქართული, ასევე გაიზარდა სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ვიმედოვნებთ, რომ ახალი ცვლილებები უფრო მეტ ახალგაზრდებში გააჩენს ინტერესს და მსურველთა რაოდენობა გაიზრდება“, – Jnews-თან ინტერვიუში თქვა ენოკ ფიდანიანმა და დაამატა, რომ მეცადინეობები ყველა ჯგუფისთვის მოეწყობა ისე, რომ ერთად არ მოეწყოს და ხელი არ შეუშალონ სასკოლო მეცადინეობებს.
არმატის ცენტრში დარეგისტრირების მსურველებს შეუძლიათ ჯგუფის ლიდერთან დარეკვა +995597252494 ან ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე ოფისშუ მისვლა.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში „არმატის“ ცენტრი „ჯავახეთის მხარდაჭერის“ ფონდმა 2018 წელს ქველმოქმედ ავეტის ბალოიანის დაფინანსებით გახსნა.