30 იანვარს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოში ჯვრის კურთხევის საზეიმო ცერემონია გაიმართა. კურთხევა სამცხე-ჯავახეთის ვიკარიატის სოფელ არაგვისა და ახალქალაქის მიმდებარე სოფლების ეკლესიის სულიერმა მსახურმა, მღვდელმა ტერ თადევოს ტერ-მკრტჩიანმა აღასრულა.
სოფელ ხანდოს, სახელად „შაუმიანის“ შესასვლელთან, ჯერ კიდევ 2020 წელს, სოფელში მცხოვრებთა და რუსეთში მცხოვრები ახალგაზრდების ინიციატივით, მათ მიერ დამზადებული აყვავებული სომხური ჯვარი დამონტაჟდა. ჯვრის სიმაღლე 7-9 მეტრია. ხოლო წელს ჯვრის კურთხევა გადაწყვიტეს.
ჯვრის ირგვლივ შეიკრიბა სოფლის ყველა მცხოვრები, პატარადან მოხუცამდე. ყველა ცერემონიას ელოდა. ჯვრის კურთხევის ცერემონია სოფლის წარმომადგენლის აშოტ საარიანის მისასალმებელი სიტყვით დაიწყო.
შემდეგ არაგვის სამღვდელოების სულიერმა მწყემსმა, მღვდელმა ტერ თადევოს ტერ-მკრტჩიანმა და აშოტ საარიანმა წითელი ლენტი გაჭრეს. სიტყვით გამოვიდა სულიერი მამაც, ხოლო შემდეგ კურთხევის ცერემონია აღასრულა.
ჩვენთან საუბარში საარიანმა აღნიშნა, რომ დღე ახლაგაზრდების მიერ იყო არჩეული.
“ჯვარი 2020 წელს დამონტაჟდა, ხოლო კურთხევის და გახსნის ცერემონია დღეს ტარდება. მთავარი ინიციატორი ახალგაზრდობა იყო, იყო ფინანსური მხარდაჭერაც, ქველმოქმედებიც იყვნენ. ჯვრის დამონტაჟების ადგილი აქ იყო შერჩეული, რადგან ადგილი იყო მოსახერხებელი და მაღალი, სოფლის უმეტესი ნაწილისთვის თვალსაჩინო”.
ჯვრის კურთხევის ცერემონიას ესწრებოდნენ ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი, საკრებულოს დეპუტატი ჰამლეტ მოვსისიანი და სხვები.
სიტყვით გამოვიდა ახალქალქის საკრებულოს დეპუტატი ჰამლეტ მოვსისიანიც.
“ჯვარს აქვს შინაარსი, ეს არის ქრისტიანობის გავრცელების ერთ-ერთი სიმბოლო, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში სომხური და ქართული, ორი მეგობარი ქრისტიანული ერი ატარებს. რაიონის ხელმძღვანელობისგან გულითადად ვულოცავთ ხანდოს მოსახლეობას”,- საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა მოვსისიანმა.
ჯვრის კურთხევის ცერემონიის დასასრულს ხანდოს საცეკვაო ჯგუფმა სხვადასხვა საცეკვაო ნომრები შეასრულა. საღამოს კი იყო სამხტო და ტკბილეულობა.