არაგვას სათხილამურო ცენტრმა მუშაობა რამდენიმე დღის წინ განაახლა. იმის გამო, რომ რეგიონში დიდი ხანია თოვლი არ მოსულა, ცენტრი გამართულად ვერ მუშაობდა.
«უკვე ორი დღეა ვმუშაობთ, ბავშვებიც მოდიან და უფროსებიც. ახლებს ვასწავლით, რასაკვირველია. ახლა ძირითადად სოფლიდან მოდიან, ხოლო სოფლის ფარგლებს გარეთ ერთმანეთს აცნობებენ. ყველას დიდი სიყვარულით ველოდებით, აღვნიშნავ, რომ ჩვენთან უფასოა”,- ამბობს სპირიდონ უნანიანი, არაგვას სათხილამურო ცენტრის პასუხისმგებელი პირი.
სპირიდონი ამბობს, რომ თუკი მუდმივი მომხმარებლები ეყოლებათ, მათ დაარეგისტრირებენ, თუ ტანსაცმელი აქვთ, შეუძლიათ საკუთარით მოვიდნენ, თუ არა, ცენტრში არის, ყველას შეუძლია სარგებლობა.
“მართალია ტანსაცმელი ძველია, მაგრამ შეგვიძლია ჩვენი შევთავაზოთ, რომ თავიანთი არ დაიზიანონ”.
ცემტრს სპეცტანსაცმელი და თხილამურები ესაჭიროება, გასულ წელს მათ მიმართეს, ბავშვებზე გათვლილი 4 წყვილი თხილამური და ტანსაცმელი იყიდეს, მაგრამ ცენტრში უფროსების ტანსაცმლის და თხილამურების აუცილებლობაც იგრძნობა.
“გვაქვს უფროსების და ბავშვების ტანსაცმელი, საშუალო ასაკის ტანსაცმელი არ გვაქვს. ხოლო 40 ზომაზე მეტი თხილამურები არ გვაქვს. მე და მეორე ტრენერს 42 ზომა გვაქვს, იმ შემთხვევაში თუკი ეს ზომა სჭირდებათ, იძულებული ვართ ჩვენები მივცეთ”,- ამატებს სპირიდონ უნანიანი.
ცენტრი ყოველ დღე 12:00-დან 16:30-მდე მუშაობს, როგორც სპირიდონი ამბობს, ან სანამ ბავშვები არ დაიღლებიან. ცენტრში მისვლა 6 წლის ასაკიდან შეიძლება, ტრენერები ასწავლიან და ისინი თავისუფლად სრიალს შეძლებენ.
აღვნიშნავთ, რომ არაგვას სათხილამურო ცენტრი ულვე 11 წელია მოქმედებს. 2021 წლის ზამთარში ცენტეი კორონავირუსის გამო იყო დაიკეტილი.
ამ თემაზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ახალქალაქის მერი მოსახლეობას არაგვას სათხილამურო ცენტრში მისვლას მოუწოდებს
არაგვას სათხილამურო კურორტი კვლავ ღიაა
არაგვაში სათხილამურო სპორტის შეჯიბრი გაიმართა